ომი დედამიწაზე ყველაზე მძიმე და პარადოქსული მოვლენაა. ის, რაც მატერიალურ სამყაროში ტერიტორიებისა და რესურსებისთვის ბრძოლად გეჩვენება, სინამდვილეში ბევრად ღრმა ენერგეტიკულ მიზანს ემსახურება.
საკითხის სიღრმისეული გაცნობიერება:
ომი ეს არის ბრძოლა შენი ყურადღების, შენი ენერგიისა და შენი სულისთვის (სიტყვასიტყვით).
I. ეგოს მატრიცა და განცალკევებულობა (3D რეალობა) ომების ფესვი განცალკევებულობის ილუზიაშია.
როდესაც კაცობრიობა წყვეტს ერთიანობის შეგრძნებას, იბადება შიში. ეგოს სჯერა, რომ სამყაროში სიუხვე ლიმიტირებულია და გადასარჩენად სხვისი რესურსის მიტაცებაა საჭირო. სინამდვილეში, ძალაუფლებისა და კონტროლის წყურვილი მხოლოდ შინაგანი სიცარიელის შევსების უშედეგო მცდელობაა.
II. კოლექტიური ტრავმები და ყურადღების მახე ომი ხშირად წარსულის დაუმუშავებელი ემოციების, წყენისა და რევანშის სურვილის ამოფრქვევაა. მატრიცა და დაბალვიბრაციული სტრუქტურები სწორედ ამ ენერგიით — შიშით, ტკივილითა და აგრესიით საზრდოობენ. იყავი ფხიზლად: ტრიგერები სულ უფრო დახვეწილი და შეფუთული ხდება. ყოველთვის, როცა ემოციურად ერთვები, ირჩევ „უფრო სწორ“ მხარეს და ახდენ მასთან იდენტიფიკაციას, შენ ამ სტრუქტურებს კვებავ. შენ გაუცნობიერებლად აძლევ საწვავს იმავე კონფლიქტსა და დუალიზმს.
III. სულის რადიკალური წმენდა მიუხედავად სისასტიკისა, ევოლუციურ პროცესში ომს წმენდის ფუნქცია აქვს. ის ანგრევს ძველ სტრუქტურებს, რომლებმაც თავი ამოწურეს და აიძულებს ადამიანებს, უკიდურეს სიბნელეში ხელახლა აღმოაჩინონ სიყვარულისა და მშვიდობის ნამდვილი ფასი. ეს არის კოლექტიური კარმის მტკივნეული დასრულება ახალ ცნობიერებაში გადასასვლელად.
IV. შენი ძალა შენს სიჩუმეშია ომი მატერიაში მხოლოდ მაშინ ვლინდება, როცა ამისთვის ნოყიერი სულიერი ნიადაგი — დაფრაგმენტებული კოლექტიური არაცნობიერი არსებობს. "აბა გავჩუმდე?" იტყვის ადამიანი და ცდილობს გარეთ ალაგოს მოვლენები, განიხილოს, აზიაროს, ამტკიცოს. სინამდვილეში ომი შიგნიდან იწყება: თუ შენს გულში კონფლიქტია (არაცნობიერი თუ ცნობიერი - მშობლებთან, და-ძმასთან, მეზობელთან, ხელმძღვანელთან..... ) და ნდობის პორტალი დაბლოკილი გაქვს, შენ შინაგან ომს აუცილებლად გარეთ გაიტან. ამიტომ, შენი გადარჩენა და სამყაროს დახმარება მხოლოდ შინაგან სიმშვიდეზე გადის.
არ მიიღო არცერთი მხარე, გარდა ერთიანობისა და სიყვარულის მხარისა. როდესაც ყურადღებას გარე ქაოსიდან შენს შინაგან სიმშვიდეზე გადმოიტან, შენ ენერგიას აცლი ომის მანქანას. ეს არის გამოცდა ნამდვილ სულიერებაზე. მიმდინარეობს ნადირობა შენს ყურადღებაზე. მართე ის, თორემ მას შენ ნაცვლად სხვები მართავენ.
ომების საჭიროება დედამიწაზე მხოლოდ მაშინ გაქრება, როცა კაცობრიობის კრიტიკული მასა 5D ცნობიერებაში გადავა — იქ, სადაც ერთიანობა მხოლოდ სიტყვა კი არა, უშუალო გამოცდილებაა. იყავი ერთიანობისა და სინათლის წერტილი.
გამოფხიზლებული გონება, სიყვარული და ღვთიური სინათლე არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია დაასრულოს ომების ციკლი.
ასევე დაგაინტერესებთ: