Digest Logo

„ფაქტობრივად, სამოდელო ბიზნესში იმავეს აკეთებს, რასაც „კვარა“ ფეხბურთში“ - ზაზა შენგელია მატილდა გვარლიანზე

1729153034
ზაზა შენგელია მატილდა გვარლიანზე

„ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია Victoria Secret 2024-ის ჩვენებაზე მატილდა გვარლიანის მონაწილეობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„საოცარი სილამაზე, შარმი და აურა აქვს ამ გოგოს და თან ძალიან ჭკვიანი და გონიერია.

ქართული სამოდელო ბიზნესის ისტორიაში პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც Victoria Secret 2024 პრესტიჟულ მოდების ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა ქეით მოსთან, ჯიჯი ჰადიდთან, ადრიანა ლიმასთან, ტაირა ბენქსთან, ბარბარა პალვინთან და სხვა მსოფლიოს Top სუპერმოდელებთან ერთად.

ფაქტობრივად, სამოდელო ბიზნესში ეს გოგო იმავეს აკეთებს, რასაც „კვარა“ ფეხბურთში“, – წერს ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც Victoria’s secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ“ - 17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕ბრიტანელი მომღერალი და One Direction-ის ყოფილი წევრი ლიამ პეინი 31 წლის ასაკში დაიღუპა

🎥 „დედას არ უნდა ჩემთან ურთიერთობა... მას სიმსივნე აქვს“ - თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედას შეხვდა