Digest Logo

„ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის მიქაუტაძის დაწინაურება სასიამოვნო სიურპრიზია“ - „ლე პარიზიენი“

1720094447
გიორგი მიქაუტაძე

პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემამ, „ლე პარიზიენმა“ ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირებზე სტატია გამოაქვეყნა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის კარგი თამაშიც გამოარჩია.

„ევრო 2024-ზე დიდი ვარსკვლავები, ჯერჯერობით, იმედებს ვერ ამართლებენ. კილიან მბაპეს მხოლოდ ერთი ბურთი აქვს გატანილი, კრიშტიანუ რონალდუს კი თამაშიდან ჯერ არ გაუტანია.

ჩემპიონატის დაწყებამდე ბომბარდირთა ასეთი რეიტინგის, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა. სასიამოვნო სიურპრიზია მეგოლეებს შორის ქართველი გიორგი მიქაუტაძის დაწინაურება. „მეცის“ თავდამსხმელი სამი გოლითა (მათ შორის ორი პენალტით) და ერთი საგოლე გადაცემით, ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა.

23 წლის თავდამსხმელმა საქართველოს ნაკრების ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გაიტანა და ვილი სანიოლის ნაკრების მიერ ნაჩვენები ისტორიული შედეგის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა.

კილიან მბაპემ და ჰარი კეინმა მიღწევებით ჯერ თავი ვერ გამოიჩინეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც დიდი საერთაშორისო შეჯიბრის (ევროპისა და  მსოფლიო ჩემპიონატი) ჯგუფური ეტაპი უგოლოდ კარიერაში პირველად დაასრულა“, – წერს ფრანგული გამოცემა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ვულოცავ გურამს დაბადების დღეს! ჩემთვის ეროვნული ნაკრების საუკეთესო კაპიტანია გურამ კაშია“ - გოგა ჩანადირი

⭕„შენ საუკეთესო ხარ, კაპიტნად დაბადებული… მიყვარხარ“ – როგორ ულოცავს დაბადების დღეს გურამ კაშიას მეუღლე

⭕„ამ გუნდს და ჩვენ ზოგადად, დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა გაგვაჩნია იმის, რომ უფრო და უფრო წინ წავიდეთ“ - ლევან კობიაშვილი

წყარო: 1tv.ge