ასტროლოგიაში „უკურსო მთვარე“ დროის იმ მონაკვეთს აღნიშნავს, როდესაც მთვარე კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშანში სხვა პლანეტებთან ბოლო მაჟორულ (ძირითად) ასპექტს ქმნის და ახალ ნიშანში გადასვლამდე სრულ იზოლაციაში რჩება. ამ გარდამავალ პერიოდში ის კოსმოსურ იმპულსებს აღარ იღებს და ასე ვთქვათ, დროებით პაუზას იღებს.
ვინაიდან ჩვენს ყოველდღიურ რიტმსა და მოვლენების დინამიკას სწორედ მთვარე მართავს, მისი უკურსო მოძრაობის დროს ნებისმიერი ახალი წამოწყება რეალიზაციის შანსს კარგავს. საქმეები მხოლოდ ინერციით მიედინება, ახალი ინიციატივები ნაკლებად შედეგიანია და შესაბამისად, ჩვენი რესურსი ფუჭად იფლანგება.
იმისათვის, რომ ოქტომბერი ქაოსის, არაფრის მომტანი ქმედებებისა და არასწორი გადაწყვეტილებების გარეშე, მაქსიმალურად პროდუქტიულად დაგეგმოთ, გთავაზობთ ოქტომბრის უკურსო მთვარის კალენდარს:
⛔️ რისგან შევიკავოთ თავი?
ამ პერიოდში წამოწყებულ საქმეებს განვითარების პერსპექტივა არ გააჩნია, ამიტომ უმჯობესია, შემდეგი ნაბიჯებისგან თავი შეიკავოთ:
❌ ფინანსური ოპერაციები: მოერიდეთ სესხის აღებას, ნივთების განვადებით შეძენას და თანხის გასესხებას. ამ დროს გაცემული ფულის დაბრუნება, როგორც წესი, ძნელდება და დიდი ხნით ჭიანურდება.
❌ ახალი პროექტების დაწყება: ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან პრეზენტაციებს და ნუ გაამჟღავნებთ ახალ იდეებს. დიდი ალბათობით, თქვენს ინიციატივას სათანადო გამოხმაურება არ მოჰყვება და შეიძლება პროცესი ჩიხშიც კი შევიდეს.
❌ სერიოზული შეთანხმებები: ნუ დადებთ ხელშეკრულებებს და ნურც სხვის დაპირებებს დაეყრდნობით. უკურსო მთვარის დროს მიცემული სიტყვა ძალას მალევე კარგავს, აღებული ვალდებულებები კი არასასურველ ტვირთად იქცევა.
❌ მსხვილი შენაძენები: თავი შეიკავეთ ტექნიკის, ავტომობილის ან ძვირად ღირებული სამოსის ყიდვისგან. ხშირად სწორედ ამ საათებში შეძენილ ნივთებს ფარული წუნი აღმოაჩნდება ხოლმე ან მწყობრიდან მალე გამოდის.
❌ ექსპერიმენტები გარეგნობასთან დაკავშირებით: არ არის სასურველი იმიჯის რადიკალური შეცვლა, ახალი ვარცხნილობის გაკეთება ან უცნობი კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება, რადგან მიღებული შედეგი შეიძლება არ მოგეწონოთ.
🟢 რისთვის გამოვიყენოთ ეს დრო?
თუ ამ საათებს სწორად გამოიყენებთ, „კოსმიური პაუზა“ თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს:
✅ 🧹 ყოველდღიური რუტინა: მიხედეთ დაგროვილ, მარტივ საქმეებს. მოაწესრიგეთ სამუშაო სივრცე, ტელეფონსა და კომპიუტერში წაშალეთ უსარგებლო ფაილები. მოიყვანეთ ყველაფერი მწყობრში. დაკავდით იმით, რაც ზედმეტ გონებრივ კონცენტრაციას არ მოითხოვს.
✅ ✂️ ტოქსიკური კავშირების გაწყვეტა: თუ დიდი ხანია რთული, ტოქსიკური ურთიერთობის დასრულება გსურთ, ეს საუკეთესო მომენტია. უკურსო მთვარის დროს გაწყვეტილი ურთიერთობა წარსულში დარჩება და თან ეს მშვიდად, ზედმეტი კონფლიქტებისა და დრამების გარეშე მოხდება.
✅ ძველი ვალების გასტუმრება: კარგი დროა როგორც ფინანსური ვალების გადასახდელად, ისე მორალური ვალდებულებებისგან გასათავისუფლებად. წარსულის ტვირთისგან გათავისუფლება სიმშვიდესა და შინაგან წონასწორობას დაგიბრუნებთ.
✅ 🧘♀️ საკუთარ თავთან განმარტოება: შეზღუდეთ კომუნიკაცია, დროებით გვერდით გადადეთ სოციალური ქსელები. წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ საყვარელ ფილმს ან უბრალოდ გამოიძინეთ. მიეცით თქვენს თავს საშუალება, რომ შინაგანი ძალები აღიდგინოს.
ქვემოთ გთავაზობთ ოქტომბრის უკურსო მთვარის დეტალურ განრიგს (თბილისის დროით). შეინახეთ ეს ცხრილი და გამოიყენეთ ყოველდღიურ გზამკვლევად, რათა ზუსტად იცოდეთ, როდის გადახვიდეთ აქტიურ მოქმედებაზე და როდის აიღოთ პაუზა.
📅 ოქტომბრის უკურსო მთვარის განრიგი:
02.10 (06:41) - 02.10 (23:54)
03.10 (19:08) - 05.10 (02:54)
06.10 (14:22) - 07.10 (06:52)
07.10 (22:56) - 09.10 (12:10)
11.10 (03:07) - 11.10 (19:21)
13.10 (12:45) - 14.10 (04:59)
16.10 (01:55) - 16.10 (16:57)
18.10 (20:12) - 19.10 (05:40)
21.10 (12:42) - 21.10 (16:35)
23.10 (07:31) - 23.10 (23:53)
26.10 (02:59) - 26.10 (03:34)
27.10 (18:51) - 28.10 (05:02)
30.10 (01:43) - 30.10 (06:05).
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლიზა ჩიჩუა დედასთან ერთად იტალიაში მოგზაურობს - „ულამაზესები, ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს“
🎥 „უსაყვარლესი ქალბატონი სოჭიდან, უდიდესი ქართული გულით“ - რა კადრებს აქვეყნებს ლაშა ბექაური