23 ოქტომბრამდე მზე თქვენს ნიშანშია, თქვენი დროა, უნდა იბრწყინოთ, გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. ნუ შეგეშინდებათ ყურადღების ცენტრში ყოფნა, სცენაზე გამოსვლა, თქვენ ხართ გონიერი, დიპლომატიური და ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებთ. ორ ოქტომბერს მერკური, პლუტონი და მარსი ერთმანეთთან დაძაბულ ასპექტს ქმნიან - მოერიდეთ ფულის ფლანგვას გართობაზე და მეგობრებზე, ან შეიძლება ფულის გამო შეფერხდეს რაღაც პროექტის, შემოქმედებითი იდეის განხორციელება.
ზოგიერთს გელოდებათ დაუგეგმავი ფულის ხარჯვა ბავშვების გამო.
♎️ 3 ოქტომბერს მარსისა და პლუტონის დაძაბული ასპექტი გველოდება - თუ არ იჩხუბებთ, შედეგს ვერ მიაღწევთ. უნდა გამოავლინოთ ძალა, ენერგია, რომ რაღაცას მიაღწიოთ. ამასთან, მოერიდეთ მეგობრებთან კამათს შვილების ან თქვენი პირადი ცხოვრების გამო.
♎️ სამ ოქტომბერს თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა რეტროგრადული ხდება მორიელში (14 ნოემბრამდე) და დაბრუნდება ისევ თქვენს ნიშანში, რათა მოაგვაროს ან დაასრულოს ფულთან დაკავშირებული საქმეები. შეიძლება დაიბრუნოთ ვალი, დაუბრუნდეთ შემოსავლის ძველ წყაროს, იმიჯს.
♎️ ოთხ ოქტომბერს მზისა და სატურნის ოპოზიცია გველოდება - შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პარტნიორი (ეს შეიძლება იყოს საქმიანი პარტნიორიც და სასიყვარულოც, მეგობარი) გზღუდავთ, მის გამო თავს დაჩაგრულად გრძნობთ ან მის გამო ვალდებულებები მოგემატათ, ტვირთად დაგაწვათ.
♎️ ათ ოქტომბერს, 19:49-ზე ახალმთვარეობა გველოდება თქვენს ნიშანში, სასწორის მეთვრამეტე გრადუსში - უნდა ჩამოწეროთ სამომავლო სურვილები, დაფიქრდეთ თქვენს ცხოვრებაზე მომავალზე, იმაზე, რისი მიღწევაც გსურთ და მათი მიღწევის გზებსა და საშუალებებზე.
♎️ 11 ოქტომბერს თქვენი მმართველი ვენერა კონფლიქტშია მარსთან - მეგობრებთან ფულის ან მათი სასიყვარულო თემების გამო ნუ იკამათებთ. შეიძლება დამატებითი ფინანსები დაგჭირდეთ პროექტის განსახორციელებლად. ან შეიძლება შეგეზღუდოთ დაფინანსება, თუ ასეთი გქონდათ.
♎️ 16 ოქტომბერს მარსისა და სატურნის მეგობრული ასპექტი გველოდება - საქმეებს ენერგიულად და ნაბიჯ-ნაბიჯ მოაგვარებთ. გაგიადვილდებათ ახალი საქმეების დაწყება, საფუძვლის ჩაყრა. ზოგი პარტნიორების დახმარებით შეძლებთ პროექტების განხორციელებას. ზოგიერთი კი მყარ პარტნიორულ კავშირს შექმნით.
♎️ 16 ოქტომბერს პლუტონი გამოდის რეტროგრადული სვლიდან და თუ რამე შეფერხება გქონდათ შემოქმედების, ფლირტის ან შვილიერების სფეროში, ახლა ყველაფერი მოგვარებას, დალაგებას დაიწყებს.
♎️ 23 ოქტომბერს მზე გადადის მორიელის ზოდიაქოში - ფინანსებზე მეტად უნდა გაამახვილოთ ყურადღება. შეიძლება დაფიქრდეთ შემოსავლის დამატებითი წყაროს მოძიებაზე, დაიწყოთ მუშაობა ან ფულის დაბანდება საკუთარ თავში - ჯანმრთელობაში, განათლებაში.
♎️ 24 ოქტომბერს მზე ვენერას შეერთება გველოდება მორიელში - გადახედეთ თქვენს ფინანსებს, რამდენს ხარჯავთ საკუთარ სიამოვნებაზე; თქვენს პირად ურთიერთობას - რა როლი მოირგეთ წყვილში? იქნებ, ცოტა მეტი უნდა იფიქროთ საკუთარ თავზე, სხვებზე წინ დააყენოთ თქვენი თავი?
♎️ 24 ოქტომბერს მერკური რეტროგრადული ხდება მორიელში - დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები; განსაკუთრებით გადარიცხვები. თუ რამის გამოწერას აპირებთ, გადაამოწმეთ ყველა დეტალი. შეახსენეთ მსესხებელს რომ დაგიბრუნოთ ვალი. კარგი იქნება, უსარგებლო ნივთების გაყიდვა.
♎️ 25 ოქტომბერს ვენერა რეტროგრადული ხდება მორიელში - არაა გამორიცხული, რომ დაიბრუნოთ ძველი სტილი, იმიჯი ან შემოსავლის ძველი წყარო. არ გამიკვირდება, თუ ძველი სიყვარული შეგახსენებთ თავს. შეიძლება მიიღოთ დაგვიანებული საჩუქარი, ფული.
♎️ 26 ოქტომბერს, 08:11-ზე, სავსემთვარეობა გველოდება კუროს მესამე გრადუსში - უნდა დასრულდეს, ან მიიღოთ შედეგი იმ საქმიდან, რაც დაიწყეთ 6 თვის წინ. ზოგიერთმა შეიძლება შეიძინოთ სახლისთვის ძვირად ღირებული, ლამაზი ნივთი, რაზედაც დიდი ხანი აგროვებდით ფულს. კარგი იქნება, თუ ისწავლით ფულის სწორად გადანაწილებას.
♎️ 30 ოქტომბერს მარსი აგრესიულ ასპექტშია მერკურისთან - უნდა მიუბრუნდეთ თვის დასაწყისში წამოჭრილ საკითხებს. შეიძლება ისევ დაბრუნდეთ ძველ ჯგუფში, კოლექტივში. უნდა მოიკრიბოთ ენერგია, რომ გადააკეთოთ, გამოასწოროთ საქმე, პროექტი, ურთიერთობა.
ავტორი: ანა მზიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ დავმუხტოთ ოქტომბერი ჯანმრთელობაზე, სიყვარულზე, სითბოსა და ბედნიერ მოვლენებზე! ✨