Digest Logo

🎥 „ორმაგად მძიმე დღეა... ცდუნებების ალბათობა არნახულად მაღალი...“ - მიხეილ ცაგარელი სექტემბრის დაბნელებების დერეფანზე

1758263911
 მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სტუმრად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იმყოფებოდა, სადაც სექტემბრის თვის დაბნელებების დერეფანზე ისაუბრა. მან ასევე სექტემბრის მნიშვნელოვანი თარიღები დაასახელა და საზოგადოებას რჩევები გაუზიარა:

„ბოლომდე არ გაგვივლია რთული პერიოდი და ეს ბოლო არის მაქსიმალური სიფრთხილით გასავლელი. საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდოთ საქმეს და პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ. 

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა 19 სექტემბერი, რადგან მთავარანგელოზ მიქაელს ეძლევა საშუალება ჩავიდეს ქვესკნელში და ამოიყვანოს იქიდან სულები ნათელში. სანთელი დაანთეთ და ილოცეთ.

22 რიცხვში გვაქვს საკრალური დღე, 4-ჯერ იხსნება კოსმოსური პორტალი დადებითი ენერგიისა წლის განმავლობაში არის ერთადერთი დღე. ამიტომ ჩავუთქვათ სურვილები, ჩამოწერეთ, დღეში რამდენჯერმე გადაიკითხეთ. დაელოდეთ დაახლოებით 6 თვე და შეინახეთ ეს ფურცელი. არ აქვს მნიშვნელობა რომელ საათზე. ამ დღეს მოდის კოსმოსური პოზიტიური ენერგიები. ეს დღე იყო ხვავის, ბარაქის, სიყვარულის და ლოცვის დღე ოდითგანვე.

დღეს საღამოს დაიწყება მზის დაბნელება დასრულდება კვირას. 7-ში გვქონდა მთვარის დაბნელება. წელიწადში ორჯერ არის დაბნელებების დერეფანი, თუმცა ზოგჯერ 3 და 4 ყოფილა. შედარებით მძიმეა ასეთი წელიწადი.

მზის დაბნელება ნიშნავს იმას, რომ ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში ერთმანეთს ხვდება მზე და მთვარე. აქ ჩვენ გვაქვს ერთდროულად მზის დაბნელება და ახალმთვარეობა. ორმაგად მძიმე დღეა. ცდუნებების ალბათობა არნახულად მაღალი. არ გინდათ ვიღაცის ნახვა, სწორედ აქ შეხვდებით მას. ხვალ და ზეგ ძალიან ფრთხილად იყავით.

კომპიუტერულ ტექნოლოგიას და ტრანსპორტს უჭირს მუშაობა ასეთ დროს. ასევე ზოგიერთ ადამიანს უბნელდება ტვინი და ვერ ხსნის რატომ მოიქცა ასე. მზად იყავით ყველაფრისთვის. დღეს საღამოდან თუ იგრძნობთ, რომ ხასიათზე ვერ ხართ, არ გადაიღალოთ და ალკოჰოლური სასმელები არ მიირთვათ. არ გაეკაროთ ნარკოტიკებს. კოლეგებთან მაქსიმალური თავდაჭერა გმართებთ“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დაზიანებული ხატი და ჯვარი სუფთა ადგილას იწვება...“ - მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია

⭕ „მას შემდეგ, რაც ცოცხლად დავიწვი, ღმერთის გარდა აღარავის მეშინია... - როგორ ცხოვრობს ქალი, რომელიც 5 წლის წინ შეყვარებულმა სასიკვდილოდ გაიმეტა

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში