
მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია, რომელიც რამდენიმე წელია ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება, სოციალურ ქსელში პერიოდულად ინფორმაციულ ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც ძირითადად ქრისტიანობასა და უფალზე საუბრობს.
ამჯერად იგი მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დაზიანებულ ხატებსა და ჯვრებზე საუბრობს:
„ეკლესიაში როდესაც მოაქვთ დაზიანებული ხატები და ჯვრები, ჩვენ ვწვავთ ან ვმარხავთ სუფთა ადგილას. არა იმიტომ, რომ მკრეხელობის მიზნით შეურაცხვყოფთ, ან ვაზიანებთ. მიზანს გააჩნია რატომ აკეთებ ამას. ვინაიდან ხატი ამ დროს აღდგენას არ ექვემდებარება, დაზიანებულია. ვერც ილოცებ. ასეთ დროს ხატი და ჯვარი სუფთა ადგილას იწვება. გამონაკლისი იყო მამა გაბრიელი, რომელიც ნაპოვნ დაზიანებულ ჯვრებს და ხატებს აიღებდა და სახლში მიჰქონდა. თუ ეგეთი კოლექციონერი ხარ ხატების, და შეგიძლია გააკრა მაშინ კი ბატონო“, - ამბობს ანდრია სარია.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
⭕„მხოლოდ ის გადარჩება, ვინც წარსულით მომავალს ქმნის...“ - გია მურღულია