ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი, ტაროლოგი, რომელიც „ფეისბუკზე“ Abagael Bagi-ის სახელით არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში 26 იანვრის ტაროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს.
„ზოგადი დღის ფონი: ორშაბათი იწყება დიდი სისწრაფით!
„ეტლი“ ნიშნავს, რომ თქვენ აიღეთ სადავეები ხელში და მიქრიხართ მიზნისკენ. დაბრკოლებები ვერ შეგაჩერებთ. ეს არის მოგზაურობის, მანქანების და კარიერული ნახტომის დღე.
მნიშვნელოვანი საკითხები: შესაძლოა, მოგიწიოთ გამგზავრება ან საქმეების სწრაფად მოგვარება. მთავარია, არ დაკარგოთ კონტროლი ემოციებზე. თქვენ გამარჯვებული ხართ, თუკი დისციპლინას დაიცავთ.
ურთიერთობები: ურთიერთობები ვითარდება სწრაფად. შესაძლოა პარტნიორთან ერთად სამოგზაუროდ წასვლა. თქვენ დომინანტი ხართ ურთიერთობაში.
ფინანსები: ფინანსური წარმატება აქტიურობაზეა დამოკიდებული. „მგელს მუხლები არჩენს“ - ზუსტად ეს სიტუაციაა. კარგი დღეა მანქანის საყიდლად.
ჯანმრთელობა: ენერგია მაღალია, მაგრამ ფრთხილად იყავით გზებზე და სიჩქარესთან. შესაძლებელია ტრავმები გაუფრთხილებლობით“,- წერია გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„აღნიშნული მოვლენა 165 წელიწადში ერთხელ ხდება“: რატომ იქნება ეს კვირა გადამწყვეტი?