Digest Logo

🎥 საშიშია თუ არა ცხოველის ბეწვი? - ვეტერინარის განმარტება

1769408842
ვეტერინარი ვახტნგ მამალაძე

ექიმ-ვეტერინარის ვახტანგ მამალაძის განმარტებით, იწვევს თუ არა ძაღლის ან კატის ბეწვი რაიმე საფრთხეს ადამიანისთვის? - ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა. სპეციალისტი განმარტავს, თუ რისგან წარმოიქმნება ალერგიული რეაქციები და საზოგადოებას საიმედო რეკომენდაციებს უზიარებს:

„ყველაზე ხშირად ისმის კითხვა: საშიშია თუ არა ცხოველის ბეწვი? არა, არა და არა! ძაღლის და კატის ბეწვი არ არის საშიში, უბრალოდ, მინდა, ყველას გააგებინოთ, როდესაც გვყავს სახლში ცხოველი, უნდა დავბანოთ, დავამუშაოთ ჭიებზე და უნდა ავცრათ. ბეწვი იგივე თმაა, რომელიც ადამიანს თავზე გააჩნია. ალერგიული ადამიანებისთვის კი მინდა განვმარტო, რომ თუ ბეწვზე არსებობს კანის ფუფხი, შარდის ან განავლის ნაწილები, სწორედ ეს იწვევს ალერგიას. გამომდინარე აქედან, უნდა დაიცვათ ცხოველის ჰიგიენა“, - ამბობს ვეტერინარი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„აღნიშნული მოვლენა 165 წელიწადში ერთხელ ხდება“: რატომ იქნება ეს კვირა გადამწყვეტი?

⭕„გადარჩება ის, ვისაც შემოსავლის რამდენიმე წყარო ექნება“: ცეცხლი ცეცხლში, 3 თებერვალს 2026 წელი იწყება!

⭕„როდესაც გზა დაწყებულია, უკან დაბრუნება აღარ არსებობს“ - რა მიგვანიშნებს, რომ სულიერ ტრანსფორმაციას გავდივართ?