ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც პლანეტა ვენერას გავლენის შესახებ წერს.
„პარასკევი ვენერას დღეა
მხოლოდ იმიტომ, რომ ვენერა ქალური ენერგიების პლანეტაა, არ ნიშნავს, რომ მამაკაცები ამ დღეს პასიურობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დღეს საკუთარი თავის სიყვარული ...
P.S. ქალბატონებს, რატომ გვიჭირს ეს ამბავი მამაკაცებზე მეტად, ეს სხვა დროს გავშალოთ.
თქვენ გიყვართ თქვენი თავი?
მოდით გავარკვიოთ. გაეცით ამ რამდენიმე კითხვას პასუხი.
ხშირად იხედები სარკეში?
ხშირად იცავ დიეტას?
ხშირად ითვალისწინებ გარშემომყოფების აზრს?
ხშირად ატარებ ლამაზ ფეხსაცმელს, რომელიც ცოტა გიჭერთ?
ხშირად საქმეში გართულს გავიწყდება კვება?
სამსახურში ხელფასის ან ვალდებულების გამო მუშაობ?
ხშირად ურთიერთობ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც წუწუნებენ ან დისკომფორტს გიქმნიან?
პასუხების უმეტესობა თუ დადებითია თავადაც ხვდები, რომ უნდა იმუშაო ამ თემაზე
შენს თავზე ძვირფასი არავინ და არაფერი გყავს
შეიყვარე შენი თავი და აღმოაჩენ რომ სამყარო სრულად შეიცვალა შენს გარშემო...“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: