9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:
♈️ ვერძი: ინფორმაციის დიდი ნაკადი გელოდება. ყველაფერს ერთდროულად ნუ დაეჭიდები გაფილტრე ზედმეტი საუბრები და ყურადღება მხოლოდ მნიშვნელოვან ამბებზე გადაიტანე.
♉️ კურო: ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე და გააზრებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია. კარგი დღეა შემოსავლების გადახედვისთვის, ხარჯების დაგეგმვისა და ფინანსური წესრიგის დასამყარებლად.
♊️ ტყუპები: მთვარე კვლავ შენს ნიშანშია, რაც ინტუიციასა და მომხიბვლელობას აძლიერებს. იყავი ყურადღების ცენტრში, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მშვიდად და გონივრულად მიიღე.
♋️ კირჩხიბი: დღე სიმშვიდისა და განმარტოებისთვის არის შექმნილი. შეანელე ტემპი, დაასრულე ძველი ფიქრები და საკუთარ შინაგან სამყაროს მეტი დრო დაუთმე.
♌️ ლომი: მეგობრებთან ურთიერთობა საინტერესო იდეებსა და ახალ ხედვებს მოგიტანს. მეტი მოუსმინე სხვებს მათი გამოცდილება მომავალში მნიშვნელოვან შეცდომებს აგარიდებს.
♍️ ქალწული: ყურადღების ცენტრში კარიერული მიზნები იქნება. ახალი მწვერვალების დაპყრობას ნუ იჩქარებ სჯობს გეგმები გადაამუშავო და მიმდინარე საქმეებში მცირე ხარვეზები გამოასწორო.
♎️ სასწორი: ხელსაყრელი დროა გეგმების გადახედვისა და ახალი ცოდნის მისაღებად. მიღებული ინფორმაცია ბევრ საკითხს სრულიად სხვა თვალით დაგანახვებს.
♏️ მორიელი: შენი ინტუიცია განსაკუთრებულად გამძაფრდება. ადვილად მიხვდები სხვების ნამდვილ განზრახვებს და შეძლებ მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევას.
♐️ მშვილდოსანი: პარტნიორული ურთიერთობები პირველ პლანზე გადმოდის. მშვიდი და გულწრფელი საუბრები ნდობას გააძლიერებს და ძველი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარება.
♑️ თხის რქა: ხვალ ყოველდღიური საქმეებისა და რუტინის მოწესრიგებისთვის კარგი დღეა. დაალაგე სამუშაო გარემო და მიმდინარე საკითხები, ზედმეტი აჩქარების გარეშე.
♒️ მერწყული: დროა შემოქმედებასა და საყვარელ ჰობის დაუთმო დრო. შენი ორიგინალური ხედვა დაგეხმარება ძველი პრობლემისთვის მარტივი და ეფექტური გამოსავლის პოვნაში.
♓️ თევზები: ყურადღება ოჯახსა და სახლზე გადაერთვება. სასიამოვნო იქნება ახლობლებთან დროის გატარება, სახლის მოწესრიგება ან უბრალოდ მყუდრო გარემოში დასვენება.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ
🎥 შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე იქორწინა - კადრები კომოს ტბიდან
⭕ „ჩვენი ნინა...“ - ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას საოჯახო ფოტოსესია
⭕ „ულამაზესი და დახვეწილი“ - რა კადრებს გვიზიარებს ანი ჯავახი+