Digest Logo

„პიკი გვექნება 13:17 სთ-ზე. ცდუნებებისა და შეცდომების ალბათობა გაიზრდება, ფული არავის ასესხოთ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

1701067981
მიხეილ ცაგარელი

27ნოემბრიდან - 4 დეკემბრამდე კვირა ასტროლოგიური მოვლენებითაა დატვირთული. 27 ნოემბერს სავსემთვარეობაა, რომლის პიკიც 13:17 სთ-ზე იქნება. გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში 4 გეომაგნიტური დღეა, დღეს, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს. 

აღნიშნულ მოვლენებზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და საზოგადოებას რჩევები მისცა👇

„დღეს გვაქვს სავსემთვარე, მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქალურ ღერძზე. ბრძოლა მზისა და მთვარისა, ცის კაბადონზე აგზავნის ძალიან დიდ ემოციურ ენერგიას. ამიტომ ზოგიერთი ადამიანი იქნება ძალიან ემოციურად არაადეკვატური, აგრესიული, დეპრესიული. რისკჯგუფში მეტადაა მშვილდოსანი და ტყუპები.

ყველას გვჭირდება ყურადღება ჯანმრთელობისადმი. 

ფული არავის ასესხოთ და არ აიღოთ სესხი. არავითარი დაპირებები არ გასცეთ. ყიდვა-გაყიდვას დღეს თავი დაანებეთ.

კარგი იუმორი, მეგობრებთან ურთიერთობა კარგია. თუ ალკოჰოლის მიღების დროს აგრესიული ხდებით, დღეს ნუ მიიღებთ.

სავსემთვარეობის პიკი გვექნება 13:17 სთ-ზე. მოიმატებს ტრავმულ-ავარიული შემთხვევები. ცდუნებებისა და შეცდომების ალბათობა გაიზრდება. დღეს კარგია ლოცვა, ამიტომ დალოცეთ ყველა. გაუშვით პოზიტიური ენერგია, რადგან უკან დაგიბრუნდეთ პოზიტივი.

ეს კვირა შეგვიძლია გავყოთ 2 ნაწილად, პირველი ნახევარი, განსაკუთრებით დღეს და ხვალ ცოტა რთული და დაძაბულია, მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი უმჯობესია ოთხშაბათიდან მოაგვაროთ.

დღეს, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს გვაქვს გეომაგნიტური დღეები. ამინდიც ცვალებადია, ტემპერატურაც იცვლება, ამიტომ წნევის პროფილაქტიკა აუცილებელია.

კვირის მეორე ნახევარში, პარასკევს, გონების მმართველი პლანეტა მერკური მართავს ჩვენს გონებას. მასზეა დამოკიდებული ადამიანი სწრაფად აზროვნებს თუ ნელა.

რადგან მზე მშვილდოსანშია, პლანეტა მარსთან ერთად, კარგია, რომ თხის რქაში გადადის მერკური, მაგრამ მოიმატებს სულსწრაფობა. ეს გადასვლა კი აფორიაქებულ ტვინებს დაამშვიდებს, რაც მოგვცემს პრაგმატული აზროვნების უნარს“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბავშვები ღირსეულად წარდგნენ და ქართული დროშა ღირსეულად ატარეს. სიყვარული აძლიერებთ“ - ოთო ბაზერაშვილის დედის კომენტარი

🔵„ახლა თუ ცხვირს ჩამოუშვებთ მაშინ დამარცხდებით! სიამაყის ჟინი გაგვიღვიძეთ!“ - ვაჩე ღვინიაშვილი

🎥 „ჩვენთვის სცენაზე დგომა და საქართველოს წარდგენა უკვე გამარჯვებაა“ - ქართველი კონკურსანტების პირველი კომენტარი მე-14 ადგილზე გასვლის შემდეგ