Digest Logo

„პირველ ნახევარში ჯერ კიდევ არსებობს მარტო დარჩენის და კონფლიქტის შიში, მაგრამ ეს მდებარეობა ასევე გაძლევთ ძლიერ რესურსს“ - რას წერს ხათუნა ნოელი

1776343024
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ვერძი-სასწორის ღერძზე საუბრობს: 

„ჩრდილოეთის კვანძი ვერძში, სამხრეთის კვანძი სასწორში, კარმული ღერძი: მე და ჩვენ, ღერძის მთავარი თემა.

ვერძი-სასწორის ღერძი სწავლობს ბალანსს პირად ნებასა და ურთიერთობებს შორის.

ეს არის გზა დამოკიდებულებიდან თვითმყოფადობისკენ. ჰარმონიის ძიებიდან შინაგანი სიმტკიცისკენ. ეს მდებარეობა მიუთითებს სულზე, რომელიც სწავლობს დამოუკიდებლობას მას შემდეგ, რაც მრავალი ინკარნაცია სხვებზე მორგებაში გაატარა. სული მიეჩვია გადარჩენას ჰარმონიის შენარჩუნების ხარჯზე, ქვეცნობიერად ჯერ სხვის რეაქციას აკვირდებოდა და მხოლოდ შემდეგ წყვეტდა, როგორ მოქცეულიყო. თქვენი ბედნიერება დამოკიდებული იყო იმაზე, იყო თუ არა გარშემო მყოფი ადამიანი კმაყოფილი. თქვენ არ ამბობდით იმას, რასაც რეალურად ფიქრობდით, არამედ იმას, რისი მოსმენაც სხვას ესიამოვნებოდა.

თუ ვინმე გიყვიროდათ ან უკმაყოფილებას გამოთქვამდა, თქვენ მუდამ უკან იხევდით უკან, გაურბოდით კონფლიქტებს და აშკარა დაპირისპირებას. უმეტესად თმობდით პოზიციას, ოღონდ დაპირისპირება არ მომხდარიყო.

სავარაუდოდ იყო გადაწყვეტილების მიღების შიშიც, რადგან დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმა გაშინებდათ, ყოველთვის გჭირდებოდათ დასტური, პარტნიორი ან ვინმე, ვინც გიბიძგებდათ.

სულის გამოცდილება დაგროვილია გარემოში, სადაც ურთიერთობები გადამწყვეტ როლს თამაშობდა. შესაძლოა წარსულ ცხოვრებებში (ან ადრეულ ბავშვობაში) უსაფრთხოება და წარმატება დამოკიდებული იყო სხვებთან შეთანხმებაზე, დიპლომატიაზე და კონფლიქტების თავიდან აცილებაზე.

ამ ცხოვრებაში ეს თქვენი ხაფანგია. როცა ზედმეტად ერგებით სხვას, სამყარო თითქოს გიბიძგებთ (და ხშირად ეს ხდება კრიზისების მეშვეობით), რომ გამოიჩინოთ ვერძისეული უხეშობა და პირდაპირობა.

კარმული ინერციის გამო ქვეცნობიერად ახლაც ცდილობთ ყველას ასიამოვნოთ. გაქვთ მიდრეკილება, გაიქვეიფოთ პარტნიორში და დაკარგოთ საკუთარი იდენტობა. გარკვეული ასაკის შემდეგ ეს ინერცია თანდათან იკლებს, თუმცა არა თვითდინებით, არამედ საკუთარ თავზე დაკვირვებით და დასკვნების გამოტანით.

რა თქმა უნდა, ცხოვრების პირველ ნახევარში ჯერ კიდევ არსებობს მარტო დარჩენის და კონფლიქტის შიში. გგონიათ, რომ მარტო ვერაფერს მიაღწევთ, მაგრამ ეს მდებარეობა ასევე გაძლევთ ძლიერ რესურსს.

დიპლომატია, სამართლიანობის ძლიერი გრძნობა, ესთეტიკური გემოვნება, პარტნიორობის და ადამიანების ერთმანეთთან შერიგების უნარები , ეს თქვენი თანდაყოლილი ნიჭებია.

სულის ამოცანა არ არის ამ თვისებების უარყოფა, არამედ მათი გამოყენება ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოთ.
ამ ინკარნაციის, ანუ თქვენი ამჟამინდელი განსახეულების მიზანია "შინაგანი მეომრის" გაღვიძება.
სამყარო გიბიძგებთ პირველ ნაბიჯზე პასუხისმგებლობის აღებისკენ, ინიციატივის გამოჩენისკენ და საკუთარი სურვილის ღიად გამოხატვისკენ.

ამჟამად გევალებათ ისწავლოთ სამყაროს ცენტრში საკუთარი თავის დაყენება. ისწავლოთ პირველობა და ინიციატივის ხელში აღება, მაშინაც კი, თუ მხარდამჭერები არ გყავთ. აუცილებელია პირდაპირ თქმა იმისა, რაც გსურთ. „არა“-ს თქმა თქვენთვის ყველაზე დიდი სულიერი ზრდაა.

ამ ცხოვრებაში მთავარი მიმართულებაა დამოუკიდებლობის სწავლა. აუცილებელია ისწავლოთ მოქმედება მაშინაც კი, როცა მხარდაჭერა არ ჩანს. ვერძის ენერგია ითხოვს სიმამაცეს, სისწრაფეს და პირად პასუხისმგებლობას.
განვითარების პროცესში შეიძლება გამოვლინდეს გადაჭარბებული რეაქციები, მაგალითად მოუთმენლობა
და სიჯიუტე; პოზიცია, როდესაც ადამიანი ყველაფრის კეთებას საკუთარ თავზე იღებს; აგრესიული თავდაცვა...
ეს უკიდურესობაა და არა დაბალანსებული ვერძი.

სუფთა ვერძის ენერგია სიმამაცე, პირდაპირობა, სიცოცხლის ძალა და საკუთარი თავის ნდობაა.
თქვენი მისიაა გააცნობიეროთ, რომ თქვენი ბედნიერება არ არის დამოკიდებული პარტნიორზე და გახდეთ თვითკმარი.

თქვენი სულიერი განვითარება დაიწყება მაშინ, როდესაც შეწყვეტთ იმაზე ფიქრს „რას იფიქრებენ სხვები?“ და დასვამთ კითხვას „რა მინდა მე თვითონ?“ შესაძლოა არაერთ ინკარნაციაში ურთიერთობა იყო განვითარების მთავარი გზა, მაგრამ ახლა ევოლუცია იწყება პირადი ნებიდან.

ნუ დაელოდებით სხვის დასტურს მოქმედებისთვის. ისწავლეთ სწრაფი გადაწყვეტილების მიღება მცირე საკითხებში.
დაიწყეთ პროექტები დამოუკიდებლად.

ივარჯიშეთ „არა“-ს თქმაში დანაშაულის გრძნობის გარეშე.

და რა თქმა უნდა, დაკავდით ფიზიკური აქტივობით, რადგან ვერძს აუცილებლად სჭირდება მოძრაობა.
სული ამ ცხოვრებაში არ მოდის იმისთვის, რომ ისევ ნაცნობი როლი გაიმეოროს. ის მოდის იმისთვის, რომ ახალი გამოცდილება აირჩიოს. ეს არ არის მარტივი გზა, რადგან იგი გულისხმობს ძველი კარმული ჩვევის გადალახვას, მუდმივად სხვისკენ მიხედვის ნაცვლად საკუთარ შინაგან ცენტრთან დაბრუნებას.

ამ ღერძზე მისია მდგომარეობს იდენტობის გამყარებაში. არა სხვების წინააღმდეგ, არამედ საკუთარი თავის სასარგებლოდ. სული სწავლობს, რომ არსებობის უფლება არ საჭიროებს დასტურს. რომ სურვილი არ არის ეგოიზმი. რომ არჩევანი არ არის ღალატი. პირიქით, როცა ადამიანი საკუთარ ნებას აღიარებს, ის პირველად ხდება სრულყოფილი პარტნიორიც. რადგან მხოლოდ ის, ვინც საკუთარ თავში დგას მყარად, შეუძლია სხვასთან თანასწორად დადგეს.

კარმული თვალსაზრისით ეს არის ინიციაციის ცხოვრება. ცხოვრება, სადაც ყოველ ჯერზე, როცა შიში გეუბნებათ დაელოდე, მოითმინე, შეეგუე, სული ჩუმად გიბიძგებთ სცადო, გაბედო, დაიწყო. ყოველი დამოუკიდებლად გადადგმული ნაბიჯი წყვეტს ძველ კარმულ წრეს და აყალიბებს ახალ ენერგეტიკულ ვექტორს. ასე იქმნება ახალი ბედი.

და როდესაც ადამიანი ამ გზას ირჩევს, ნელ-ნელა ქრება დამოკიდებულების ილუზია. ჩნდება სიმშვიდე, რომელიც აღარ არის სხვის განწყობაზე დამოკიდებული. ჩნდება ძალა, რომელიც არ საჭიროებს დამტკიცებას. სწორედ ამ მდგომარეობაში სრულდება კვანძების დაძაბულობა — სული იბრუნებს საკუთარ თავს და პირველად ცხოვრობს არა სხვისი სარკის ანარეკლად, არამედ როგორც დამოუკიდებელი, ცოცხალი და შემოქმედი არსება“, - წერს ხათუნა ნოელი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🌑 17 აპრილი: სამეფო ახალმთვარეობა და ფინანსური გადატვირთვა - რა არ არის რეკომენდებული ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🎥 მარიკა ბაკურაძეს დაბადების დღე კოლეგებმა პირდაპირ ეთერში მიულოცეს - „მადლობა, რომ ხარ ჩვენი გუნდის წევრი...“

„ადამიანები, რომლებსაც უჭირთ საკუთარი გრძნობების ამოცნობა, გამოხატვა ან სიტყვიერად გადმოცემა, მიმართავენ სხეულზე ორიენტირებულ ქცევებს“ - ფსიქოთერაპევტი ფრჩხილის კვნეტაზე