Digest Logo

🎥 „პირველი ნახევარი რთულია, თუმცა 15-იდან 25 რიცხვამდე ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია მარტში“ - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

1710141273
 მიხეილ ცაგარელი

რას გვიქადიან ვარსკვლავები, როგორია პლანეტარული წყობა და ტენდენციები მიმდინარე კვირას?

„პირველი ნახევარი რთულია, თუმცა 15-იდან 25 რიცხვამდე ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია მარტში“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილის“ ეთერში მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე საუბრისას აღნიშნა.

ასტროლოგის ცნობით, 15-მდე დაძაბული პერიოდია და ეს შლეიფი გრძელდება, ყურადღებით უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც საჭესთან არიან, რადგან იმატებს ტრავმულ-ავარიული პერიოდი.

„ჯობია მნიშვნელოვანი საქმეები 15 მარტის შემდეგ დავიწყოთ ან განვახორციელოთ. მიმდინარე კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღეები: სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათ და კვირა. ყურადღება მივაქციოთ გულ-სისხლძარღვთა პრობლემის მქონე ადამიანებმა ჯანმრთელობას“,- ამბობს ასტროლოგი.

ცაგარელის განმარტებით, 12 მარტიდან სიყვარულის, ხელოვნების და ფულის მფარველი პლანეტა ვენერა თევზების ნიშანში გადადის, სადაც 6 აპრილამდე დარჩება. 

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„შენ მასწავლე, რომ სიყვარული უსასრულოა...“- რას წერს ილია თოფურიას მეუღლე

⭕🎥 „საუკეთესო სამეული“- ნოე სულაბერიძე შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

🎥 „ხვიჩა კვარაცხელიას აქვს უდიდესი შესაძლებლობა და ნიჭი...“ - კახა კალაძე