Digest Logo

პლანეტა ვენერა 2026 წლის აპრილში - რა ცვლილებები გველოდება თვის განმავლობაში პირადი ურთიერთობებისა და ფინანსების კუთხით

1775195079
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

23 აპრილამდე ვენერა კუროს ნიშანში იქნება, რაც ცხოვრებით ტკბობის, საინტერესო გამოცდილების დაგროვებისა და ფიზიკური კეთილდღეობის პერიოდს განაპირობებს. თუმცა, ამავდროულად, 8 აპრილამდე იგი მრისხანე პლანეტა პლუტონთან ასპექტშია, რაც ამ სფეროებში გარკვეულ დაძაბულობას წარმოშობს. ​

ურთიერთობებში შესაძლოა, ზედმეტი ან უსაფუძვლო ეჭვიანობა, წვრილმანებზე გამოკიდება და უკმაყოფილება იგრძნოთ. ვინაიდან ეს განცდები დროებითია, მათ არ უნდა აჰყვეთ - ეს ტენდენცია მალე გაიფანტება, კონფლიქტისგან დატოვებული უსიამოვნო კვალი კი დარჩება. ​

შესაძლოა, გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ ფული კრიტიკულად არ გყოფნით. ზოგიერთს სარისკო წამოწყებებში ჩაბმის სურვილი შეაწუხებს - მაგალითად, ინვესტირება ან რომელიმე პროექტში ფინანსური წილის ჩადება მოუნდება. სიფრთხილე გამოიჩინეთ და ნაბიჯის გადადგმამდე სტრატეგია კარგად განსაზღვრეთ. ​


საკუთარი თავით უკმაყოფილებას იგრძნობთ. ყველაზე ემოციურ ადამიანებს შესაძლოა, გარეგნობის კარდინალური ცვლილებები მოუნდეთ. რაღაცის შეცვლა, მათ შორის რთული კოსმეტოლოგიური პროცედურებისა და ქირურგიული ჩარევების სურვილი გაგიჩნდებათ. გახსოვდეთ, რომ 3 და 4 აპრილი მსგავსი მანიპულაციებისთვის შესაფერისი დრო არ არის.

9 აპრილიდან პლუტონის გავლენით გამოწვეული დაძაბულობა ჩაცხრება და 18 აპრილამდე ვენერა კუროს ნიშანში სხვა პლანეტებთან მეტ-ნაკლებად ჰარმონიულ ასპექტში იქნება. ეს პერიოდი იდეალურია: ​

სილამაზის პროცედურებისთვის, თუკი გრძელვადიანი შედეგი თქვენთვის პრიორიტეტულია. სპა პროცედურები და მასაჟი ამ დროს განსაკუთრებით ეფექტური იქნება. ​

თქვენი ურთიერთობების (როგორც რომანტიკული, ისე საქმიანი პარტნიორობის) განმტკიცებისთვის, სადაც მნიშვნელობა კონკრეტულ ქმედებებს, მატერიალურ მხარდაჭერასა და საჩუქრებს ენიჭება. ​

რესურსების დაგროვებისა და კაპიტალის გაზრდის გზების ძიებისთვის. ფინანსური ზურგის შესაქმნელად ეს საუკეთესო დროა. ​წარმატებული შოპინგისთვის, თუკი რაიმეს შეძენასა და საკუთარი თავის გახარებას დიდი ხანია გეგმავდით. ​

გემრიელი და დახვეწილი კერძებით ტკბობისთვის. ​თუ ვარჯიშის დაწყებას აპირებთ, მშვიდი, სტატიკური დატვირთვა, პილატესი და თანამედროვე ცეკვები საუკეთესო არჩევანი იქნება. ​ამ ხელსაყრელი დროით აუცილებლად ისარგებლეთ.

19 აპრილიდან ვენერა ურანს შეუერთდება, რის შემდეგაც შედარებით რთული ეტაპი დაიწყება. მოვლენები ან მოულოდნელად, ან თქვენგან დამოუკიდებელი, გაუთვალისწინებელი გარემოებების თანხლებით განვითარდება.

​ხოლო 24-დან 29 აპრილამდე სასიყვარულო ფრონტზე განწყობა რადიკალურად შეიცვლება - ვენერა ტყუპების ნიშანში გადავა. ურთიერთობებში სწრაფი ცვლილებებისა და სიახლეების სურვილი გაგიჩნდებათ, მარტოხელა ადამიანები კი კომუნიკაციაში ინიციატივას უფრო ხშირად გამოიჩენენ. ნაცნობობისთვის საუკეთესო ადგილი ინტერესთა კლუბები გახდება. ასევე, მეგობრების წრეში, სწავლისას ან მგზავრობისას ახალი ადამიანების გაცნობას ვენერა ტყუპებში ხელს უწყობს. ჩამოყალიბებული წყვილებისთვის კი ახალ და ორიგინალურ ადგილას გასეირნება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

ზოგადი რეკომენდაცია ასეთია: მეტი დრო გაატარეთ ახალ გარემოში, იკონტაქტეთ და შთაბეჭდილებები გაცვალეთ. ​ფინანსური თვალსაზრისით პერიოდი უფრო რთული აღმოჩნდება. შესაძლოა, ქაოსური ხარჯვის ეტაპი დადგეს. ამიტომ, ფულთან დაკავშირებული ყველა სერიოზული გადაწყვეტილების მიღება 23 აპრილამდე მოასწარით.

ურანი ტყუპების ისედაც მოუწესრიგებელ ენერგიას კიდევ უფრო აჩქარებს, ამიტომ სპონტანურ შესყიდვებსა და ფინანსურ დაპირებებს ფრთხილად მოეკიდეთ. ​გარეგნობის საკითხებში ასევე განახლება, ყოველდღიურ სტილში კრეატიული შტრიხების შეტანა და მეტი სიმსუბუქე მოგინდებათ.

ყოველდღიური სტილის ექსტრავაგანტური აქსესუარებით ან მკვეთრი დეტალებით შევსება თქვენს იერსახეს გარდაქმნის და განწყობასაც გამოგიკეთებთ. ​გაითვალისწინეთ, რომ აპრილის ბოლო დეკადაში ფიზიკური აქტივობის სურვილი გაგიმძაფრდებათ. ეს შესანიშნავი პერიოდია კარდიოვარჯიშებისთვის და სუფთა ჰაერზე გასეირნებისთვის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კარგია დაიწყოთ გრძელვადიანი პროექტები...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„ქრისტიანიც გონიერი და თავისუფალია...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ მოტივაციის ილუზია: რატომ ვანგრევთ საკუთარ მიზნებს? - რას წერს რამაზ გიგაური

წყარო: www.beaumonde.ge