Digest Logo

მოტივაციის ილუზია: რატომ ვანგრევთ საკუთარ მიზნებს? - რას წერს რამაზ გიგაური

1775193752
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე - მოტივაციის ილუზია: რატომ ვანგრევთ საკუთარ მიზნებს? - წერს:

„მოტივაციის ილუზია: რატომ ვანგრევთ საკუთარ მიზნებს?

ხშირად მიგვაჩნია, რომ ცხოვრებისეული ტრანსფორმაციისთვის გრანდიოზული ძალისხმევა, მუდმივი ინსპირაცია და იდეალური „სწორი მომენტია“ საჭირო. თუმცა, მოლოდინი იმისა, რომ მოქმედებას აუცილებლად ემოციური მზაობა უნდა უძღოდეს წინ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიური მახეა.

შედეგი? მუდმივი დანაშაულის გრძნობა და ქრონიკული პროკრასტინაცია.

სინამდვილეში კი, ის, რასაც ჩვენ ხშირად „სიზარმაცეს“ ვუწოდებთ, ხასიათის სისუსტე სულაც არ არის. ეს წმინდა ნეირობიოლოგიაა. ჩვენი ტვინის უძველესი განგაშის ცენტრი (ამიგდალა) მასშტაბურ მიზნებს პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს და მომენტალურად რთავს თავდაცვისა და საბოტაჟის რეჟიმს“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „სიგიჟემდე მიყვარს ჩემი შვილები, მაგრამ ჩემი მეუღლე უფრო მეტად“: მეუღლე შვილებზე მეტად უნდა გვიყვარდეს? - დეკანოზ შალვა კეკელიას განმარტება

⭕ ცნობილი თურქული სერიალის „ეშრეფის სიზმარის“ მსახიობი გარდაიცვალა - მიზეზად გულის შეტევა სახელდება