Digest Logo

„ვერც შენ იქნები გამონაკლისი, ანუ არც შენ მოკვდები!...“ - ლევან შელეგია პანიკურ შეტევებზე

1783574266
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს:

„ეს იცოდეთ და სულ გახსოვდეთ პანიკურ შეტევებზე:

1.️ პანიკურ შეტევას, აი, ყველაზე ძლიერსაც კი, არავინ არ მოუკლავს!

შესაბამისად, ვერც შენ იქნები გამონაკლისი, ანუ არც შენ მოკვდები!

ჰოდა, ნუ გაქვს საკუთარ თავზე ამხელა წარმოდგენა.

2. გული თუ ძალიან აგიჩქარდა, მხოლოდ იმიტომ, რომ გულს ეს უპრობლემოდ შეუძლია.

რომ გაიქცევი, გაირბენ და პულსი მატულობს, მაშინ რატომ არ გეშინია?

3. სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება შენი ამიგდალას ვერაგი ფანტაზიაა! დამერწმუნე, სატურაცია არ დაიწევს! პირიქით, მთლად 99%-100% შეიძლება გახდეს.

4. ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ „გაგიჟდები“, რადგან არ ახსოვს ისტორიას ისეთი მსუბუქი აშლილობით, როგორიცაა პანიკური თუ შფოთვითი აშლილობა, გაგიჟებული ადამიანი.

5. პანიკური შეტევა ყოველთვის თავისით მთავრდება წუთებში. დიდი ალბათობით სანამ სასწრაფო მოვა, შენ უკვე უკეთ იქნები.

6. შენს გარშემო ეს ძალიან ბევრ ადამიანს აქვს! არ ხარ მარტო, პირობას გაძლევ!

7. შესაბამისი ფსიქოთერაპია პანიკურ აშლილობას და შეტევებს ბოლომდე კურნავს საკმაოდ უპრობლემოდ.

ვინც გეტყვის, რომ ეს სულ ასე იქნება და უნდა შეეჩვიო, ან ბოროტია, ან უვიცი, ან ორივე ერთად!

8. ერიდე ბენზოდიაზეპინების (დიაზეპამი და ყველა სხვა - ზეპამი, ქსანაქსი, იგივე ალპრაზოლამი...) რეგულარულად გამოყენებას. მათი გამოყენება დასაშვებია, როგორც გადაუდებელი შემთხვევის პრეპარატი (emergency drug) ან უმძიმეს შემთხვევებში პირველი რამდენიმე კვირა, სანამ ფსიქოთერაპია ან ანტიდეპრესანტები დაიწყებს სრულ მოქმედებას.

9. შეიძლება მსუბუქი ვარიანტი შენც მართო. ამ გვერდზე იპოვი ყველა საჭირო ინფორმაციას ამისთვის.

თუ არ გამოგივა, არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ! ასეთ შემთხვევაში გადადე ყველაფერი და მიმართე ფსიქოთერაპევტს ან ფსიქიატრს მაინც, რომ მკურნალობის გარეშე უფრო წინ არ წავიდეს დაავადება.

10. არც ერთი მენტალური დაავადება არ არის სირცხვილი და არ ტეხავს.

თუ ეს ვინმემ გითხრა ან გაგრძნობინა, წარმოიდგინე, რომ ქაჯეთის ციხის რიგითი სახედარია და ასე აღარც გეწყინება“, - წერს ლევან შელეგია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ივლისს საქართველოში

„უფალთან ძალიან არაოფიციალური, ძმაკაცური ურთიერთობა მაქვს“ - რას ამბობს ნათია ზარანდია

თუ ურთიერთობაში ელემენტარული ყურადღების თუ თბილი სიტყვის მოთხოვნა გიწევთ, მაშინ ეს უნდა წაიკითხოთ!