ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს.
ამჯერად, იგი ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს და ამბობს, რომ 28 თებერვალს, საღამოს ცაზე ექვსი პლანეტა განლაგდება, რომლებიც შექმნიან თვალწარმტაც სანახაობას. შეუიარაღებელი თვალით შეძლებთ დაინახოთ მერკური, ვენერა, იუპიტერი და სატურნი:
„პლანეტების იშვიათი აღლუმი იწყება!
მოემზადეთ საოცარი სანახაობისთვის!
2026 წლის 28 თებერვალს, საღამოს ცაზე ექვსი პლანეტა განლაგდება, რომლებიც შექმნიან თვალწარმტაც სანახაობას.
შეუიარაღებელი თვალით შეძლებთ დაინახოთ: მერკური, ვენერა, იუპიტერი და სატურნი.
ურანის და ნეპტუნის სანახავად საჭიროა ბინოკლი.
საუკეთესო ნახვის დრო არის, მზის ჩასვლიდან დაახლოებით 30 წუთში.
ვენერა - ღამის ყველაზე კაშკაშა პლანეტა, თევზების ზოდიაქოს მისტიკურ ნიშანში იმყოფება. მის გვერდით მერკური - ისიც თევზების წყლიან სამყაროში ჩაძირული.
იუპიტერი - გაფართოების და რწმენის მასწავლებელი, კირჩხიბის ნიშანია.
სატურნი - დროის მკაცრი მეფე, ვერძის სიღრმეში საკუთარ წესრიგსა და დისციპლინას აწყობს, ნეპტუნი კი ოცნებებისა და ილუზიების ბურუსით მოსილი, ისიც ვერძის ნიშანში იმყოფება.
და ბოლოს, ურანი - ცის ანარქისტი, რომელმაც იცის, რომ ცვლილება ყოველთვის მოულოდნელია, მაგრამ აუცილებელი. ის იქაა, კუროს ნიშანში, ჩუმად, მაგრამ მზად არის, ერთიანობის ამ სიურეალისტურ ქორეოგრაფიაში თავისი როლი შეასრულოს.
ეს კოსმოსური ჰარმონია მხოლოდ ერთხელ შეიქმნება და მეტჯერ აღარ იქნება შემდეგი ათწლეულის განმავლობაში.
თითქოს სამყარო ჩვენთვის გზავნილს გზავნის, რომ გავჩერდეთ, ავხედოთ ცას და ვიგრძნოთ, რომ პლანეტები, თითქოს უსულონი, სინამდვილეში ჩვენს ფიქრებს ელაპარაკებიან“, - წერს უჩა სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წარმატებები, დაუღალავად შრომობ, ყოჩაღ“ - თამო ვაშალომიძე მილანში მოგზაურობს