Digest Logo

🎥 „ვენები გადაიხსნეს! მესმის თქვენი, მაგრამ ძალიან მეზარება...“ - შორენა ბეგაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

1772003015
შორენა ბეგაშვილი

მოდელი, ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ხშირად მოგზაურობს და საქართველოში ძალიან ცოტა დროს ატარებს, ამჯერად სამშობლოშია. მის ცხოვრებაში დიდი სიახლეა. მოდელს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა. 

შორენამ სოციალურ ქსელში გამომწერებს და იმ ადამიანებს, ვისაც მისი სიხარული გაუხარდა, მადლობა გადაუხადა და ვიდეომიმართვა გაავრცელა:

„ვკითხულობდი კომენტარებს, მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ვინც მომილოცეთ, ვისაც გაგიხარდათ, ვინ მგულშემატკივრობთ მთელი ამ წლების განმავლობაში.

პოსტს აქვს 24 მილიონი ნახვა, 50 000 გადაგზავნა. გაუგებარი ამბავია, პატარა ტელევიზია მაქვს „ინსტაგრამზე“. 

არიან ისეთი ადამიანები, ვისაც გაუხარდა კი არა, ვენები გადაიხსნეს! მე მესმის თქვენი, მაგრამ ძალიან მეზარება ამ ამბავზე რაიმეს თქმა“, - ამბობს შორენა ბეგაშვილი.

ცნობისთვის, ცნობილია შორენას რჩეულის ვინაობა. იგი ბიზ­ნეს­მენ მა­მუ­კა ურუ­შა­ძე­ზეა შეყვარებული, რომელიც 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუ­შა­ძე რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რი­საა ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და ის ასე­ვე ერთ-ერთი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის წი­ლის მფლო­ბე­ლია. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „წარმატებები, დაუღალავად შრომობ, ყოჩაღ“ - თამო ვაშალომიძე მილანში მოგზაურობს

„პროცესი მართლაც მშვენიერია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ შენი სხეული, გონება და ფსიქიკა ამისთვის მზად არის“ - რა მოხდება მაშინ, თუ კუნდალინის ენერგიას არასწორად მართავ

„კალენდრის ჯადოსნური დღეა! ეს რიცხვების მაგია ემთხვევა დაბნელებების დერეფანში განსაკუთრებულ დღეს“ - ეზოტერიკოსი 26 თებერვალზე