ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მიუთითებს, რომ 11 ნოემბერი სარკისებური დღეა და აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„ნამდვილად, საკრალური რიცხვია 11. დღეს გვექნება მისი პიკური გამოვლინება. 11 შედგება ორი ერთიანისგან. 1 კი ნუმეროლოგიურად ლიდერი, შემტევი და მებრძოლია, ორი ერთიანი უკვე დიდი ძალაა, შესაბამისად, როდესაც 11-ს ვეხებით, რა თქმა უნდა, ფართო ენერგიასთან გვაქვს საქმე.
ამ რიცხვში დაბადებულებიც ასეთები არიან. აუცილებელიცაა შედეგის ომით მიღწევა, შრომა და სტრატეგიულობა, თუმცა დაუშვებელია ორჭოფობა, 1+1 ჯამში ვიღებთ 2-ს, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რასაც წამოვიწყებთ მივიყვანოთ ბოლომდე.
ეს დღე დაკავშირებულია სულიერ გარდაქმნასთან, კარგია ქვეცნობიერზე დაკვირვება, მუშაობა, სულერი გაღვიძება. 11 ძალიან ღრმა შინაგანი ცნობიერებაა.
ამ დღეს ხდება მიზნის გასწორება, სხვადასხვა ინფორმაციების შეკვრა-მოძიება და დახარისხება.
ამ დღეს სამყაროსა და ადამიანს შორის ზღვარი გამჭვირვალე ხდება. კარგია მადლიერება და ქველმოქმედება.
საერთოდ არაა რეკომენდებული რომ ადამიანს შეხება ჰქონდეს საყოფაცხოვრებო საფეხურს მიღმა - ბასრ, მჭრელ იარაღებთან, თუ არ ვართ დარწმუნებული რომ რამე გამოგვივა.
დრო კარგია ცეცხლის სტიქიასთან კავშირისთვის. ყველაზე მისაღებია ტრადიციული ლოცვა და კონტაქტი უფალ ღმერთთან. ხშირად 11-ში მარხულობენ კიდეც.
ერთგვარი პორტალური დღეა, ასეთები გვაქვს ხოლმე თვის განმავლობაში, ერთ-ერთი საინტერესო სწორედ ახლაა“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ვიტამინები აკლია? - სპეციალისტის რჩევები ზამთრისთვის