
თვითმფრინავის პილოტი თამაზ კეკენაძე სტუმრად გადაცემაში „ჯაფარას პოდკასტი“ იმყოფებოდა, სადაც პროფესიაზე საინტერესო ინფორმაცია გაგვიზიარა:
„ბევრს ჰგონია, რომ პილოტი ავტოპილოტს დააჭერს და იქ არაფერია საერთოდ საჭირო. სინამდვილეში სანამ მიწაზე ვართ, მთელი ამ სისტემის მომზადება ხდება, ყველა წერტილი და ტრასა შეგყავს კომპიუტერში. სიჩქარე იქნება, აფრენის კონფიგურაცია, სად უნდა გადაუხვიოს, რა წნევა უნდა იყოს და ა.შ.
ამინდი ყოველთვის სხვადასხვა გხვდება, სხვა გარემო პირობებიცაა, რომელიც მუდმივად იცვლება და შესაბამისად, ყველაფრის ყოველ ჯერზე ახლიდან შეყვანა გვიწევს.
ავტოპილოტი როდის ირთვება?
აფრინდები, გარკვეულ სიმაღლემდე თვითმფრინავს მართავ ხელით და ის უკვე მიყვება შენ მიერ შეყვანილ მარშრუტს. ადამიანის გარეშე ავტოპილოტი ვერაფერს გააკეთებს. შემდეგ დისპეტჩერი გვაძლევს მითითებებს და ავტოპილოტში მოთავსებული ინფორმაციის შეცვლაც გვიწევს.
დატვირთვის მოხსნის ერთ-ერთი საშუალებაა ავტოპილოტი.
რთულია საათების განმავლობაში იჯდე და უყურებდე ერთსა და იმავეს. მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს ადამიანს ამ საკითხში, რადგან ჩვენ იმისთვის ვვარსებობთ, რომ გამოუვალ სიტუაციებში რელევანტური გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - ამბობს თამაზ კეკენაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აღძრავს ომს ყველა ქვეყანაში და დიდი მეფეების სიკვდილს...“ - რას წერს ხათუნა ნოელი?
⭕ „რა გოგო ხარ...“ - ბაბი კირკიტაძე ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე დაეღუპა, მოულოდნელად გარდაიცვალა