Digest Logo

🎥 „შიში არის ის ფაქტორი, რაც ან დაგანგრევს, ან გმირს გაგხდის...“ - ნუცა შანშიაშვილი შიშის მართვის მეთოდს გვასწავლის

1744291271
ნუცა შანშიაშვილი

ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი, შემსრულებელი ნუცა შანშიაშვილი საზოგადოებისთვის საყვარელი არტისტია. იგი განსაკუთრებულად უყვართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამასთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნუცასა და ანრი ჯოხაძის დუეტი – „მაჩუქე ფრთები“.

ამჯერად არტისტი დიდხნიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხით დაბრუნდა, სადაც შიშზე საუბრობს:

„შეპყრობილი ვართ შიშით, თვითონ ემოცია ძალიან რთული გასაშიფრია. შიში ერთის მხრივ თრგუნავს ადამიანის ემოციას. ადამიანი, რომელიც არის შეშინებული იმის მართვა ძალიან იოლია. 

ადამიანი, რომელიც გააცნობიერებს თავის ჭეშმარიტ არსებობას, იმას აღარაფრის ეშინია. ამას საუკუნეები სჭირდება, რომ კაცობრიობა მივიდეს ამ ეტაპამდე. 

მინდა გასწავლოთ მეთოდიკა, რომელიც ერთი მხრივ მარტივია და თან რთულია, თუ როგორ მართო შიში. 

ყველა გლობალური გმირი, ვინც ისტორიაში არსებობდა, ყველა იყო შიშის ზღვარზე მისული, გადაბიჯებული და გამხდარი ძლიერი. 

შიში არის ის ფაქტორი, ეტაპი, საფეხური, რაც გეძლევა. ეს შიში ან დაგანგრევს და გაგხდის სუსტს, ან ეს შიში გაგხდის გმირს. 

როცა ეს ემოცია შეგიპყრობს, იმ წუთში ჩართეთ თავის კონტროლი, გააანალიზე და თქვი, ეს არ არის ცუდი, ეს შემქმნელის გამოგზავნილია და მე გადავაბიჯებ ამ შიშს სწორი შემართებით“, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მგონია, ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს ადამიანს ამ საკითხში“ - რას ამბობს ქართველი პილოტი, თვითმფრინავის მართვის გამოწვევებზე

⭕„აღძრავს ომს ყველა ქვეყანაში და დიდი მეფეების სიკვდილს...“ - რას წერს ხათუნა ნოელი?

⭕ „რა გოგო ხარ...“ - ბაბი კირკიტაძე ახალ კადრებს აქვეყნებს