
7 სექტემბერს „სისხლიანი მთვარე“ ცას წითლად გაანათებს - ასტროლოგების აზრით, ეს მთვარის სრული დაბნელება არა მხოლოდ ულამაზესი ციური სანახაობაა, არამედ გარდატეხების ენერგიაცა, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს ძველი ჩვევების და დამამძიმებელი კავშირების დასრულებისკენ.
თევზებში მომხდარი დაბნელება ინტუიციას, ემოციებსა და სულიერ სიღრმეებს ააქტიურებს, რაც ბევრისთვის შინაგანი წმენდისა და ახალი დასაწყისების წერტილი იქნება.
7 სექტემბრის მთვარის დაბნელებაზე ვრცლად სოციალურ ქსელში ასტროლოგი ანა ჯალაღონია გვესაუბრება და ვიდეომიმართვაში მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„დაბნელება ყოველთვის, განსაკუთრებით საკარმოს კვანძია, გზაჯვარედინი, სადაც ძველი უნდა დავტოვოთ, რომ რაღაც ახალი დაიწყოს.
თევზების ნიშანში ნიშნავს, რომ ემოციური ფონის, ინტუიციის, სულიერი განმტკიცების, ილუზიებისგან, ჩვევებისგან განთავისუფლების პერიოდია. წინ წამოიწევს სულიერი კავშირების, სამკურნალო პროცესების პროცესები. გააქტიურდება სიზმრები, ინტუიცია და კარგია თუ ამას დაეყრდნობით. ეს დაბნელება გააჩენს კითხვას - ვინ გვინდა ვიყოთ რეალურად.
კარგი პერიოდია თერაპიული საუბრებისთვის, საკუთარი თავის ანალიზისთვის, წარსულის გადახედვის და სიტუაციების ობიექტურად დანახვისთვის. ეს აჩენს მომავლის ახალ შუქს, რომელსაც შემდეგ საფუძველი უნდა ჩავუყაროთ. პერიოდი აუცილებლად დააფიქსირებს რაღაც მოვლენებს, რაზედაც დიდი მუშაობა, პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ. დეკემბერში ვიხილავთ შედეგებს, რასაც ახლა დავთესავთ.
ეცადეთ, მთვარის ეს დაბნელება გამოიყენოთ იმ ხელის შემშლელი ფაქტორებისთვის, რაც წარსულში უნდა დატოვოთ. გათავისუფლდით ყველანაირი უარყოფითისგან.
თევზების თანაგრძნობა და ქალწულის დისციპლინა ბალანსში უნდა მოიყვანოთ.
რა არის რეკომენდაცია?
რა გიღლის გულს, რისგან გინდა გათავისუფლება, აუცილებლად გაუშვით, დაწერეთ და დაწვით, იმუშავეთ საზღვრებზე, მოუსმინეთ გულის ხმა, იმუშავეთ სიზმრებთან, მედიტაციასთან, ხელოვნებასთან.
7-21-მდე პერიოდში გაუფრთხილდით ქაოსურობას, ემოციურ დისბალანსს, რადგან მოსალოდნელია გონება გაფანტულობა, დაპირისპირებები, კონფლიქტები, მოწამვლის ალბათობა მაღალია, ფრთხილად იყავით გზებზე. პერიოდი გაატარეთ ფრთხილად, მეტი სიყვარული, ჰარმონია გაუშვით სამყაროში. კარგია ლოცვა.
ვერძი - იზოლაციის თემებთან იქნება დაკავშირებული პერიოდი. შიდა სამყარო, ემოცია, წარსული. მოგიწევთ საკუთარ თავთან, შიშებთან, ტკივილებთან შეხვედრა. დროა კარმული გათავისუფლების, მდუმარების, სულიერი სიმშვიდის ძიების დროა. მენტალური „დეტოქსი“ გჭირდებათ.
კურო - მეგობრები, სოციალური წრე, მომავლის ხედვა იქნება აქტუალური. შესაძლოა ვიღაცისგან გული გეტკინოთ, მეგობრებთან გაუცხოება, ღალატის ტენდენციებია. შენი მიზნების და ოცნებების გააქტიურების დროა. რჩევაა, დარჩით მხოლოდ იმ ხალხთან, რომლებიც მხოლოდ სულიერად გკვებავთ და არ გიყენებენ.
ტყუპები - კარიერა, რეპუტაცია, ავტორიტეტი, გავლენები წინ წამოიწევს. შესაძლოა იგრძნოთ აღარ ხართ იმ გზაზე, რომელიც შენს სულს უკავშირდებოდა. ემოციური შეჯახებაა მოსალოდნელი. გაწყვიტე კავშირი პოზიციებთან, კავშირებთან, რაც უკვე აღარ არის ხელსაყრელი.
კირჩხიბი - რწმენა, ფილოსოფია, სწავლის გზა, სიღრმისეული გავლენები, მოგზაურობა, სიმართლე ადამიანური. სულიერი განცდები, პრაქტიკებია მოსალოდნელი. მიეცით თქვენს თავს უფლება შეცვალოთ აზრები თქვენს როლთან დაკავშირებით.
ლომი - თემატიკა იქნება ღრმა ემოციები, მემკვიდრეობა, ფინანსები. იძულებული გახდებით გაუშვათ კონტროლი, დატოვოთ და გახსნათ ინტიმური თემები. გააქტიურდება პარტნიორის ფინანსური საკითხები. გულწრფელი იყავით საკუთარ თავთან, ნუ იქნებით ეჭვიანები.
ქალწული - პარტნიორული ურთიერთობების სიღრმისეული გავლენა წამოიწევს. დასასრული ან დასაწყისი ურთიერთობების. პარტნიორის ქცევები დაგანახვებთ რას უშვებთ და რას ტოვებთ. რჩევაა, არ ებრძოლოთ დასრულებას, პირიქით მიუშვით, რომ ახალი გზა გამოჩნდეს.
სასწორი - თემატიკა იქნება ჯანმრთელობა, რუტინა, სიღრმისეული გავლენა, სამსახური. იგრძნობთ გადაღლას, გექნებათ სიტუაციები, როცა გათავისუფლება მოგინდებათ. გექნებათ სურვილი დატოვოთ სამსახური, მიხედეთ ჯანმრთელობას და ნუ დაიზიანებთ თავს.
მორიელი - თემატიკაა სიყვარული, შემოქმედებითობა, ბავშვები და სიღრმისეული გავლენა. დასრულდება სასიყვარულო ურთიერთობები, ან სხვანაირად წარმოაჩენთ ურთიერთობას. შესაძლოა, იგრძნოთ რაღაც დაბლოკვები, ან ინტუიციური გახდეს საკითხები. შვილებთან მიმართებით წამოიწევს მტკივნეული საკითხები, ან გადააფასებთ ურთიერთობებს შვილებთან მიმართებით. დაასრულე დრამა!
მშვილდოსანი - თემატიკაა ოჯახი, ფესვები, სტრუქტურა. წარსული მოგონებები, ემოციური თემები წამოიწევს. შესაძლოა საცხოვრებლის შეცვლა გადაწყვიტოთ, ან დაიწყოთ შინაგანი სიწყნარის ძიება. რჩევაა გადახედოთ თქვენს სამსახურებრივ თემებს.
თხის რქა - თემატიკაა კომუნიკაცია, აზროვნება, კონტაქტი. გადაფასება აზრების, იდეების, ძველი გზავნილების, ურთიერთობების დასრულების პერიოდია. რჩევაა, იყავით გულწრფელი როგორც საკუთარ თავთან, ისე იმ ადამიანებთან, ვისთანაც კონტაქტი გექნებათ.
მერწყული - თემატიკა იქნება ფული, მატერიალური საკითხები, თვითღირებულება. იგრძნობთ არასტაბილურობას, თვითღირებულებაზე გაგიჩნდებათ შეკითხვები. რჩევაა, არ დაგავიწყდეთ თქვენი ღირებულების საზღვრები.
თევზები - თემატიკაა იდენტობა, მე, ჩემი ეგო, ცხოვრების განახლება. ეს დაბნელება შენს ნიშანში ხდება და მნიშვნელოვანი პერიოდია შენთვის. ძველი მე და შენ აღარ იარსებებს, რის გამოც ემოციურ კრიზისს იგრძნობ, თუმცა სწორედ ეს იქნება რაღაც ახლის დასაწყისი. მოემზადე ახალი იდენტობისთვის!
ასევე დაგაინტერესებთ: