
7 სექტემბერს „სისხლიანი მთვარე“ ცას წითლად გაანათებს - ასტროლოგების აზრით, ეს მთვარის სრული დაბნელება არა მხოლოდ ულამაზესი ციური სანახაობაა, არამედ გარდატეხების ენერგიაც, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს ძველი ჩვევების და დამამძიმებელი კავშირების დასრულებისკენ.
თევზებში მომხდარი დაბნელება ინტუიციას, ემოციებსა და სულიერ სიღრმეებს ააქტიურებს, რაც ბევრისთვის შინაგანი წმენდისა და ახალი დასაწყისების წერტილი იქნება.
7 სექტემბრის მთვარის დაბნელებაზე ვრცლად სოციალურ ქსელში ასტროლოგი, ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე გვესაუბრება და მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„ასტრონომიულად, მთვარის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც დედამიწა პირდაპირ დღის და ღამის მანათობლებს შორის მოექცევა, ეს პროცესი ემთხვევა პარალელურად - სავსემთვარეობას.
თბილისის დროით, 7 სექტემბერს, ნაწილობრივი დაბნელება დაიწყება 20:27 საათზე, სრული დაბნელების პროცესი გააქტიურდება 21:30 საათზე, მაქსიმუმი დაბნელებისა იქნება 22:11 საათზე, ხოლო დაბნელება დასასრულისკენ წავა 22:52 საათიდან თევზების ზოდიაქოს მე-16 გრადუსზე.
ამ დროს, ღამის მანათობელი, ბუნებრივია, ახლოსაა კოსმოსურ კვანძებთან. ზოგადად, განსხვავებით მზისგან, მთვარის დაბნელება უფრო კონკრეტულ შედეგებზეა კონცენტრირებული. აქ ხდება რეზულტატის მიღება, მომკა, ნაყოფის გამოღება.
რიგ შემთხვევაში, გახშირებულია სენსომოტორიკის გამძაფრება, ემოციურობა, იზრდება კონფლიქტების და გაუგებრობების რიცხვი, ამიტომ ერიდეთ რთულ და ექსტრემალურ სიტუაციებს! ფსიქოლოგიურად ადამიანის ბუნება კიდევ უფრო მეტად გაღიზიანებულია, შესაბამისად, მეტად კარგია რელაქსი, დასვენება, გართობა, ზომიერი ვარჯიში, ლოცვა, ბუნებასთან კონტაქტი.
საინტერესო ისაა, რომ მთვარის დაბნელება თევზების მე-16 გრადუსზე ბოლოს გვქონდა 2006 წლის 7 სექტემბერს, ამიტომ შეგიძლიათ გადახედოთ თქვენს ცხოვრებას, თუ რა მოხდა მაშინ, ბუნებრივია, არაა აუცილებელი, რომ ახლაც იმავე სცენარი განმეორდეს, ტრანზიტები მოძრავია და ამიტომ, მაგრამ ვიმეორებ, გადახედვა შეიძლება.
სექტემბრის 6-7-8 რიცხვები, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესოა გენერალური წმენდვებისა და დალაგებისთვის, როგორც საოჯახო-საოფისე ფართებში, ისე პირად ენერგეტიკულ საფეხურზე. დრომოჭმულ, დაუმთავრებელ და ჩიხში შესულ კონტაქტებსაც შეეშვით, ასევე თავი დაანებეთ ყველაფერ გამოუსადეგარ და არასასიამოვნო საგნებსაც კი.
თევზები - ესაა მუტაბელური ფენის წარმომადგენელი, წყლის სტიქია, რომელიც იმართება პლანეტა ნეპტუნის გავლენით. მიმდინარე დაბნელების ფონზე შესანიშნავია, თუ დაკავდებით ფსიქოლოგიური კონსულტაციებით, ძველი პროგრამების გათავისუფლებით, არაა გამორიცხული, რომ ბევრმა თქვენგანმა ზუსტად საკუთარ თავში არსებული გასაღები იპოვოს, რითაც სხვადასხვა პრობლემებს დაალაგებს.
შესანიშნავი დროა ღმერთთან, შემოქმედთან კონტაქტისთვის, ბევრი თქვენგანი ამ დაბნელებაზე სიზმრის სახითაც მიიღებს ამა თუ იმ სახის მნიშვნელოვან ინფორმაციას ... სიზმრები არ გაატაროთ, ნუ გაგიკვირდებათ სიმბოლოებს ახსნა სჭირდებოდეს.
დრო კარგია მიტევებისთვის, ძველი წყენების გასაქარწყლებლად, აღსარება-ზიარებისთვის, დაფარული საიდუმლოების ამოხსნისთვისაც. წყლის აბაზანები და თერაპია, ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამ პერიოდში.
შეგახსენებთ: დაბნელების დერეფანი გვექნება (7 სექტემბერი, 21 სექტემბერი), ეს ის დროა, როდესაც, რაც კი რამე გაქვთ კარდინალური, სწორედ ახლა უნდა დაგეგმოთ, მოილიოთ, გაატაროთ საგულისხმო რეფორმები, შესაცვლელი უნდა შეცვალოთ, ალტერნატიულ ვარიანტში ცხოვრება თავად გიბიძგებთ ამისკენ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სიკეთისკენ შეცვლით თქვენს ცხოვრებას!
ამ მთვარის დაბნელების ფონს, +- 2 კვირა მაინც იგრძნობთ, ისე კი მზე-მთვარის დაბნელების ენერგეტიკული პოტენციალი 6 თვით მიჰყვება გარემოს და ადამიანს.
მოდით შევხედოთ პიკსაც, თუ რა ვითარება გვაქვს ასპექტაციური თვალსაზრისით ცის კაბადონზე:
პიკის მომენტში, ღამის მანათობელს აქვს ძალიან კარგი ტრიგონი ექსპანსიის მმართველ იუპიტერზე, თუმცა რთული და მკვეთრი ოპოზიციაა, გონებისა და ინტელექტის მმართველ მერკურიზე. კარგია თუ დასახავთ გრძელ მასშტაბიან პერსპექტივებს, თუმცა ეცადეთ, რომ გული და გონება ამეგობროთ, სწორედ ახლაა ის დრო, როცა შეუთანხმებელი მოქმედებები დაფიქსირდება, ამიტომ ეს რომ არ მოხდეს დაეყრდენით ,,7-ჯერ გაზომე ერთხელ გაჭრის“ პრინციპს.
გლობალურ დონეზე შედგება ახალი კავშირები, გაერთიანებული კოალიციური ძალების პირველადი პროგრესი, საქართველოსთვის ეს დრო არც ისე მარტივია, აქ უფრო შიდა სოციალური საკითხები წამოვა ზედაპირზე და არაა გამორიცხული მივიღოთ მორგი აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება, ვერ ვიტყვი რომ უმძიმესია, მაგრამ როგორც ხდება, შიდა ემოციონალურობის კვალობით გავივლით მომდევნო მზე-მთვარის დაბნელებამდე ამ გზას, რომელიც 2026 წლის გაზაფხულზე გველოდება.
ზოგადად, სექტემბერი არაა მარტივი და იოლი!
ბევრი თქვენგანი მისვამს კითხვას ატომთან დაკავშირებითაც, რაზედაც მე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: ასეთ დაძაბულ ასპექტებზე, რაც ზაფხულიდან მოყოლებული მომდინარეობს, თუ ეყოფათ იმდენი სულიერება და ჭკუა დიდი ქვეყნის მმართველებს რომ ოდნავ გონს მოეგონ, მდგომარეობა გამოსწორდება, სხვა შემთხვევაში ადრე თუ გვიან არც მეხის გავარდნა დაიგვიანებს.
თუმცა, პანიკას ნუ აჰყვებით, წინ კიდევ არაერთი თავგადასავალი გველოდება!
კიდევ ერთხელ: ამ პერიოდებში, ეცადეთ მეტი მოეფეროთ, აპატიოთ, მიუტევოთ, იცინოთ, იმხიარულოთ, დრო დაუთმოთ სულიერ განვითარებას, წყლის აბაზანებს, ლიტერატურულ ღონისძიებებს, მეგობრებთან - ოჯახის წევრებთან სიცილს და მხიარულებას!
დაბნელება ყველაზე მეტად შეგეხებათ თქვენ, ვისაც კარდინალურ სახლებში გყავთ თევზების, მშვილდოსნის, ქალწულის, ტყუპების პლანეტები, მუშა გრადუსები, დაახლოებით 13-19. ან დადებითად შეგეხებათ თუ წყლის და ნაწილობრივ მიწის სტიქიაში გყავთ ამ გრადუსებზე რამე.
რაც შეეხება ცალკეული ნიშნების პროგნოზს:
ვერძი - გადაადგილების, დაფარულის ამოხსნის, სწავლის და შინაგანად სულიერი ლიდერობის დროა. ეცადეთ ბევრი არ ისაუბროთ და ჩაეჭიდეთ საჭირო მასალებს. არაა გამორიცხული ბევრი თქვენგანი მივლინებაშიც აღმოჩნდეს.
კურო - პოპულარობის, თანამოაზრეების მატების ან მეგობრების თემის გააქტიურება ხდება ახლა, თქვენს სწორ ქცევას და სიტყვას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. მიაქციეთ ყურადღება ტექნიკურ საკითხებსაც. ფართმოსაშტაბიან პროექტებზე ფიქრიც მისაღებია.
ტყუპები - ეცადეთ, რამდენიმე საქმით არ შემოიფარგლოთ, დაიწყეთ ერთით და დაამთავრეთ ამით. მაღალ პირებს მოუსმინეთ, კარგი დრო კარიერული წინსვლისა და ცვლილებებისთვის, საბუთებთან დაკავშირებული საქმეების მოგვარებისთვის.
კირჩხიბი - დროა იფიქროთ თქვენი მიზნების რეალიზაციაზე! კარგი დროა მოგზაურობის, რელაქსის, ასევე სწავლისთვის, ჩაბარებისთვის, ახალი ინფორმაციების მიღებისთვის. საერთაშორისო ასპარეზი და კონტაქტები დაგეხმარებათ ბევრი საქმის მოგვარებაში.
ლომი - დიდი ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციების და გარდატეხის ეტაპია. თუ რამე გსურთ რომ მემკვიდრეობით დაგრჩეთ მიიღოთ ან პირიქით, გასასტუმრებელი ვალდებულებებისგან გათავისუფლდეთ, დრო ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა! ბევრ თქვენგანს ბანკთანაც კი მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. ბევრ თქვენგანს ინტუიცია შეიძლება გაუძლიერდეს.
ქალწული - პირადი, სასიყვარულო და საქმიანი კავშირები წამოიწევს წინა ხაზზე. არაა გამორიცხული მოგიწიოთ კონტრაქტის დადებაც ამა თუ იმ საკითხზე. მაგრამ ეცადეთ, რომ დაეყრდნოთ პრინციპს, 7-ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი, ყველას ნუ ენდობით, ზოგმა შესაძლოა გიღალატოთ კიდეც.
სასწორი - დრო მოდის რომ ყურადღება დაუთმოთ პირად ჰიგიენას, ჯანმრთელობას, რუტინულ სამსახურებრივ ვალდებულებებს, თუ რამე ცვლილებას გეგმავთ ამ დროებში ჩაეტიეთ.
ღრიანკალი - ბევრი მორიელი დადგება სასიყვარულო კავშირების გარკვევის, წამოწყების ან ვინ იცის - დასასრულის წინაშეც. არაა გამორიცხული ყოფილმა პარტნიორებმაც მოგაკითხონ, მიაქციეთ ყურადღება ბავშვებს და ფეხმძიმობის საკითხებს.
მშვილდოსანი - საოჯახო საკითხები, სახლი, ჭერი, უძრავი ქონება, სანათესავო, რემონტი, ძირითადად, ამ საკითხებით იქნებით შემოფარგლული. თუნდაც, ძველი ოჯახური კავშირების ამბებიც წამოვა წინა ხაზზე ... კარგი დროა ახალი წამოწყებებისთვის, მატერიალური ბიზნესსაქმიანობისთვის.
თხის რქა - დრო ჩინებულია საგანმანთლებლო საქმიანობისთვის, თქვენს და-ძმასთან, მეზობლებთან კონტაქტისთვის, მოგზაურობისა და ახალი კომუნიკაციებისთვის.
მერწყული - მოიძიეთ ახალი ფინანსური სპონოსორები, ბევრი თქვენგანი მიიღებს ფულად ჯილდოს ან ანაზღაურებას. ეცადეთ კარგად გაეცნოთ შემოთავაზების პირობებს, ახლა შანსია თქვენგანი ჯიბე უფრო გასქელდეს კიდეც.
თევზები - ცვლილებები შეეხება, როგორც თქვენს პირად იმიჯს, ისე პარტნიორულ კავშირებს, ბევრი დრომოჭმული კავშირი ან დასრულდება ან გაგრძელდება. არაა გამორიცხული, ზოგიერთი თევზი პიარის ეპიცენტრშიც აღმოჩნდეს ან ახალ შესაძლებლობებში, დროა მტკივნეული დრო დაამთავროთ და მიიღოთ ყველაზე ძვირფასი რამ - გამოცდილება!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: