ფსიქოთერაპევტი ზაზა ქოიავა „სალომე კასრაძის პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა წყვილების თერაპია, ტოქსიკური ურთიერთობა, ღალატი და მისი მოტივები.
მისი თქმით, ურთიერთობაში ნებისმიერი პრობლემის „წამალი“ არის ლაპარაკი!
ფსიქოთერაპევტმა ასევე ახსნა, შეიძლება თუ არა პიროვნებამ, რომელმაც ერთხელ უკვე გვიღალატა, გამოსწორდეს და სამუდამოდ თქვას უარი სხვასთან წასვლაზე:
- რატომ ხვდება ჭკვიანი, განათლებული ადამიანი ტოქსიკურ ურთიერთობაში?
შეიძლება ყველა პრობლემა ბოლომდე მოგვარებული არ ჰქონდეს, მზრუნველობის საკითხში შევიდეს ადამიანებთან. ჩვენ არ ვართ ჩვენი ცოლების, ქმრების, შეყვარებულების ფსიქოლოგები, ვერ ვართ, ხალხო! დაივიწყეთ. არ ხდება ასე რაც არ უნდა ძლიერი იყოს, ბევრი ჰქონდეს წაკითხული. იქ ხარ მეგობარი, ცოლი, ქმარი, რაც გინდა, მაგრამ არა ფსიქოლოგი. ეს ურთიერთობა თანასწორია. „ფსიქოლოგობა“ იმ ნაწილშია მნიშვნელოვანი, სადაც ემპათიას ვახსენებთ.
ლაპარაკი არის წამალი! ასეთ დროს კი ბატონო, იყავით ერთმანეთის ფსიქოლოგები.
ტოქსიკური ურთიერთობის რამდენიმე სახეობა არსებობს. სადაც ნეგატივი არსებობს, შეგვიძლია ყველაფერს დავარქვათ ტოქსიკური. შეიძლება ორივე მხარე იყოს ტოქსიკური. აი, მაგალითად, ნარცისთან, მანიპულატორთან ტოქსიკური ურთიერთობა.
- როგორ ამოვიცნოთ ნარცისი ადამიანი?
ნარცისს თავად აქვს პიროვნული აშლილობა, რასაც ბევრი რამ იწვევს. ნარცისი მეთოდურად იწყებს ნაბიჯების გადადგმას. პირველი ეტაპი არის დაზვერვა - ივარგებ თუ არა მსხვერპლად?
დადგენის შემდეგ, მაქსიმალური გამოკითხვა - ვინ არის, რას წარმოადგენს, რა ღირებულებები აქვს, ოღონდ ეთიკის გარეშე აკეთებს ამას. ამას აკეთებს იმისთვის, რომ მისი სუსტი წერტილები იპოვოს.
მესამე - საოცრად იდეალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომ მე შენი უსიტყვოდ მესმის, რომ ყველაფერს ვუსრულებ, სულ ერთად ვართ, ყველაფერი ერთნაირი მოგვწონს. ეს სჭირდება. მესამე საფეხურის გამო რომ ვერ მიმატოვოს.
- ღალატი?
ემოციები, სექსუალური სურვილები, უფრო ხშირად მამაკაცს აქვს. ქალს უნდა კონკრეტული ობიექტისგან, შესაბამისად, კაცი უფრო ეძებს ხოლმე ამას, ვიდრე ქალი.
ღალატი წარმოუდგენელი ცნებაა. როგორ შეიძლება ვინმემ ღალატი გაამართლოს, მას არასდროს, არავისთან არ აქვს გამართლება. ხშირად შემოდის გარეთ ძებნის კომპონენტი, რაც დამაკლდა და ეს გადადის ღალატში, რაც არასწორია. კი არ უნდა ეძებო, პარტნიორს უნდა ელაპარაკო მაგაზე, ეს მაკლია, ის მაკლია და თუ ვერ შევძლებთ დავიშალოთ.
მოღალატე აღარ იქნება მოღალატე თუ აღმოვაჩენთ, რატომ უღალატა! უბრალოდ ძალიან რთულია ღალატის პატიება. ყველა ნეგატიური ტიპის ქცევას აქვს გარკვეული ტიპის საფუძველი წარსულში.
ხშირად არის, რომ არცერთი არ არის დამნაშავე, უბრალოდ ერთმა ახლახან აიმაღლა თვითშეფასება, დაიწყო კარიერულ წინსვლაზე ფიქრი, ურთიერთობაში თავისუფლება და ექსპერიმენტები უნდა და მეორე უკვე ჩამოყალიბდა, სიცარიელის განცდა აქვს და სტაბილურ ურთიერთობას ეძებს და როცა ეს ორი ერთმანეთს ხვდება, შეიძლება არაფერი გამოვიდეს“, - ამბობს ზაზა ქოიავა.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=VPeBeULMNKY

ასევე დაგაინტერესებთ: