ფსიქოთერაპევტი ზაზა ქოიავა „სალომე კასრაძის პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა სექსუალური და ფინანსური პრობლემები წყვილებში.
მისი თქმით, შეწყობა სექსუალურ ურთიერთობებში ერთ-ერთი მყარი ფუნდამენტია იმისთვის, რომ ურთიერთობა გადარჩეს:
- რამდენად ხშირად გაკითხავენ წყვილები, რომლებსაც სექსის პრობლემა აქვთ?
მოსულან სექსუალური პრობლემებითაც, ხშირია და თანამდევია. მიზეზი ხშირად კონსერვატიული შეხედულებებია, ვიღაც ნაძალადევია, სექსუალური პრობლემები ჰქონია ბავშვობაში, რის ფონზეც სწორად არ გამოსდით სექსუალური ურთიერთობა, ოღონდ როგორც წესი ეს თანამდევია. თუ ეს პრობლემა წარსულთან არ არის კავშირში, ეს ჩემი საქმე აღარ არის და შესაბამის სპეციალისტთან მიდიან.
შეწყობა სექსუალურ ურთიერთობებში ერთ-ერთი მყარი ფუნდამენტია იმისთვის, რომ ურთიერთობა გადარჩეს.
ძირითადი პრობლემა არის ხოლმე მორჩა და ჩემზე აღარ ზრუნავს, ის არასდროს მთავაზობს, როცა მინდოდა უარი მითხრა. თუ კაცს პიროვნული განვითარების პრობლემა აქვს, ეგოიზმი, დაბალი თვითშეფასება აქვს - წარმოუდგენელია, მაგრამ იწყება აბა, მასთან უკეთესი იყო თუ ჩემთან.
- ფინანსური პრობლემები წყვილში
რატომ ქმნით ოჯახს თუ ფინანსური პერსპექტივა არ არის? წავიდა ის დრო, მორჩა ცულის ტარზე რომ უნდა ეცხოვრა მოსიყვარულე ცოლ-ქმარს.
21-ე საუკუნე არის მძაფრი კონკურენციის საუკუნე, თუ ფიქრობთ, რომ ვინმე მოვა და გეტყვის, უი, რა კარგი გოგო, ბიჭი ხარ, შენში ნიჭს ვხედავ და წამოდი, განვავითაროთ, დაგასაქმებ - ტყუილი ამბავია! შენ ისედაც ბევრი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე და რაც შეიძლება მეტმა უნდა იცოდეს რა არის შენი ძლიერი მხარე. ჯერ ადგილი უნდა იპოვო და ბრძოლაში საკუთარი თავი დაიმკვიდრო.
ფინანსური პრობლემები შეუმდგარობის ამბავია. მქონია შემთხვევები, როცა კაცები მხოლოდ იმიტომ ჩხუბობდნენ, რომ ქალებს უფრო მეტი ხელფასი აქვთ. ეს მათ ეგოს ურტყამს“, - ამბობს ზაზა ქოიავა.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=VPeBeULMNKY

ასევე დაგაინტერესებთ: