Digest Logo

🎥 „ქაოსის ალბათობა მაღალია... ამიტომ ერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს...“ - 6 მაისის ასტროპროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

1746510413
ანზორ ოდიშარია

„დღევანდელი დღე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მოზარდებზე და ბავშვებზე. მათი სასიცოცხლო ენერგია ძლიერდება. ძალიან კარგი იქნება თუ ამ დღეს ვითხოვთ მათთვის ჯანმრთელობას და გონებრივ სიკეთეს“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა და ზოდიაქოს ნიშნები დაახასიათა:

ცეცხლის სტიქია

ვერძი

მნიშვნელოვანი დღეა. მათი ემოციები განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ამიტომ სასურველია დღის დასაწყისშივე ვეცადოთ შემოქმედებითი ენერგიები შემოვიტანოთ ჩვენ ცხოვრებაში და დავიხარჯოთ. 

ლომი

მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში სწორად დაგეგმოთ მიზნები და ურთიერთქმედება კოლეგებთან. ეცადეთ მაქსიმალურად მინიმუმამდე დაიყვანოთ კონფლიქტები.

მშვილდოსანი

თვენი სიტყვები მიფრინავს და ისმის კოსმოსში, თქვენი სიტყვები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ირგვლივ მყოფებზე. ეცადეთ აკონტროლოთ სიტყვები და სწორად აფორმულიროთ.

მიწის ნიშნები

კურო

თვენი პერიოდია. სასიცოცხლო ენერგიები და ძალები მიწის სიღრმეებიდან მოდის. ძლიერდება თქვენი ჯანმრთელობა. სასარგებლოა მიწასთან ურთიერთობა. ხეებთან და ყვავილებთან.

ქალწული

შემოთვაზებების პერიოდია, ეცადეთ, რომ თქვენ კოლეგებთან და თანამშრომლებთან გქონდეთ აქტიური შეხება. დღეს აქტიური დღე არის. ეცადეთ მაქსიმალურად გამოიჩინოთ ყურადღება ადამიანებთან.

თხის რქა

გაქვთ ძალა, რომელიც გარკვეულ შეფერხებებს და ცდომილებებს გაძლევთ. ამის მიუხედავად დაფიქრება და მათი მოგვარება შესაძლებელია. კიდევ ერთხელ გადახედეთ ცხოვრებას.

ჰაერის ნიშნები

ტყუპები

მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას. სასიცოცხლო რესურსებს. ქაოსის ალბათობა მაღალია. ამიტომ ერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს და მაგიურ შემოქმედებებს, რადგან შესაძლოა დაგაზარალონ.

სასწორი

ინტრიგების პერიოდი გაქვთ. ერიდეთ ადამიანებს და ცდომილებებს არ აჰყვეთ. შესაძლოა არასწორი და ცრუ ინფორმაცია მოვიდეს თქვენამდე. კარგად დაფიქრდით და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

წყლის ნიშნები

მერწყული

მშფოთვარე შინაგანი ენერგია, რომელიც დღეს მთელი სამყაროს დაპყრობის სურვილს გიჩენთ, შეგიძლიათ გადაიტანოთ ვარჯიშსა და ფიზიკურ დატვირთვაზე.

კირჩხიბი

შესაძლებელია ეჭვებისგან და შფოთვისგან გათავისუფლება. საკუთარ ენერგიებსა და შინაგან ემოციებს უნდა მოუხმო სიმშვიდისკენ. ვინც ეძებს ის პოულობს. ამიტომ ძალიან თუ ეცდებით, აღმოაჩენთ მტერს.

მორიელი

საფრთხის შეგრძნება მაღალია და გრძნობს სამყაროში რაღაცები იცვლება და გარდაქმნების პერიოდია. დაჭიმულობა, ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს. თუმცა არ არის ასეთი რეალობა, რომელსაც მოელით.

თევზები

არის თავისუფალი დინება და სუფთა წყალი, სადაც შეგიძლიათ იცუროთ და მიაღწიოთ მიზნებს, დაუბრკოლებლად.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლოცვა, რომელიც გიორგობის დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

⭕გიორგი მიქაუტაძე - „ლიონში“ რომ მივედი, მითხრეს, რომ ლაკაზეტთან ერთად ვითამაშებდი, მასთან მეტი სათამაშო დრო მინდა“