„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია, საკმაოდ რთული და დაძაბული დღეა. მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სიფრთხილე და სასურველია, იყოთ მეტად მშვიდები, მოახერხებთ თავიდან აირიდოთ კონფლიქტები, არ აპროვოციროთ, ასე უფრო მშვიდად შეძლებთ დღის გატარებას“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
♈ ვერძი
თქვენს შემთხვევაში შეგიძლიათ გადადგათ დახმარების, თხოვნის ნაბიჯი. გამოუვალ მდგომარეობაში მოხვედრის შემთხვევაში მიმართეთ იმ ადამიანებს, ვისი იმედიც გაქვთ. გაატარეთ დღე არაფორმალურ გარემოში.
♉ კურო
დღის დასაწყისი შესაძლოა ცოტა რთული იყოს, თუმცა მოახერხებთ მოაგვაროთ და გადაწყვიტოთ ის საკითხები, რაც წარმოგექმნებათ. აღიდგინეთ ძველი ნაცნობობა, მეგობრობა და ურთიერთობები. კარგად დაფიქრდით გსურთ თუ არა ამ ურთიერთობის აღდგენა.
♊ ტყუპები
შესაძლოა ახალი იდეები, გეგმები გაგიჩნდეთ. ის რაც ადრე წარმოუდგენელი გეგონათ, დღეს ნათელი, მარტივი გახდება და განახორციელებთ ამ ყველაფერს. სიფრთხილე აუცილებელია, თუ ქმედების დაწყება გინდათ, დაიწყეთ, ოღონდ მშვიდი და ნელი ნაბიჯებით.
♋ კირჩხიბი
შესაძლოა დღე დაძაბული იყოს, მოგიწევთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთან ერთად ყოფნაც თქვენთვის სასიამოვნო არ არის, თუმცა თუ ამის აუცილებლობა იქნება ჯობს დათმოთ და წახვიდეთ კომპრომისებზე. გარდა ამისა, შესაძლოა გარკვეული შემოთავაზებები მიიღოთ სამსახურის, კარიერის მიმართულებით, მაგრამ არ იჩქაროთ.
♌ ლომი
ქაოსური დღე გელოდებათ, შესაძლოა გარკვეული შეცდომები დაუშვათ, გაგახსენდებათ ძველი შეცდომები, მაგრამ თუ მოახერხებთ თავის შეკავებას და სიმშვიდის შენარჩუნებას, ძალიან მალე და მარტივად მოახერხებთ სიტუაცია შეცვალოთ თქვენს სასიკეთოდ.
♍ ქალწული
არ იჩქაროთ, მარტივად მოახერხებთ ნებისმიერი ძველი საქმის დასრულებას, თუმცა სასურველი არ არის ახალი საქმის დაწყება. მხოლოდ დაასრულეთ ის რაც დასასრულებელია, რადგან შემდგომში ახალი ნაბიჯები გადადგათ.
♎ სასწორი
დღე დამღლელი იქნება, შესაძლოა რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება მოგიწიოთ. გეკითხებიან რჩევებს, თუმცა შემდგომ არც ითვალისწინებენ, თითქოს ყველას უნდა თქვენგან დახმარება, თუმცა ბოლოს არც ითვალისწინებენ.
♏ მორიელი
სასურველია გაითვალისწინოთ რჩევები, რასაც დღეს მიიღებთ. კარგად დაფიქრდით, რადგან შესაძლოა იმ მომენტში არასწორად ჩათვალოთ, მაგრამ მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ. უმჯობესია არ გადაწყვიტოთ საკითხები, რაც ფინანსებს უკავშირდება.
♐ მშვილდოსანი
ღიზიანდებით და ბრაზდებით ყველა წვრილმანზე, თუმცა რეალურად არ არის გასაბრაზებელი, საწყენი. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, პოზიტიურად შეხედეთ დღევანდელ დღეს. შეგიძლიათ დაასრულოთ ის რაც დასასრულებელია.
♑ თხის რქა
დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება, შესაბამისად თუ რამე საქმე გაქვთ გასაკეთებელი, ამ პერიოდში დაგეგმეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ძალიან არ გადაიღალოთ, რადგან ენერგია საღამოსაც დაგჭირდებათ! შესაძლოა გარკვეული ფინანსური გაუთვლელი ხარჯები გამოგიჩნდეთ.
♒ მერწყული
ეს დღე საკმაოდ საინტერესო იქნება თუ საკუთარ პოტენციალს სწორად გამოიყენებთ. თუ გინდათ რაღაცის გაკეთება, გადადგით ნაბიჯები, იმოქმედეთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების.
♓ თევზები
დღე რთულად დაიწყება, ნეგატიური, ემოციური იქნება, თუმცა დროსთან ერთად დღის ენერგიაც შეიცვლება, თქვენთვისაც ჰარმონიული გახდება. დღის ბოლოს მოსალოდნელია სიურპრიზები და შესაძლოა კარგი ამბავიც გაიგოთ!
აგრეთვე დაგაინტერესებთ: