დღეს, 28 სექტემბერს, ენერგიისა და მოქმედების პლანეტა მარსი ლომის ცეცხლოვან ნიშანში გადაბრძანდა, რაც ასტროლოგიურ სივრცეში თავდაჯერებულობის, ამბიციებისა და ვნებების მძლავრ ტალღას აღძრავს.
ლომის ეგიდით მოქმედი მარსი თითოეულ ადამიანს უბიძგებს აქტიური ნაბიჯებისკენ, საკუთარი პოტენციალის გამოვლენისა და ლიდერის თვისებების გააქტიურებისკენ.
აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვიზიარებს:
„🦁 დღეს, 28 სექტემბერს მარსი ლომის ნიშანში გადაბრძანდა. მოემზადე, ცეცხლოვანი სცენა, "სამეფო კარის დრამატული თამაშები“ და 15-17 წლიანი კარმული ციკლი დაიწყო.
❗ მარსი ბრძოლის, ვნების, ქმედებისა და პირველადი იმპულსის პლანეტაა და მან საზეიმოდ გადაინაცვლა ლომის ცეცხლოვან, სამეფო ნიშანში!
🔥 წინ გველოდება კოსმიური მოვლენების მთელი ჯაჭვი:
✋ოქტომბრის დასაწყისში პლუტონთან ოპოზიციის პიკი
✋ახალი სცენარები უცნაურად ვითარდება, პორად თუ პოლიტიკურ სცენაზე.
✋ ნოემბრის შუა რიცხვებში იუპიტერთან შეერთება.
🫴 მარსის მიერ წამოჭრილი ეს დრამატული, შემოქმედებითი, გლობალირი თუ ინდივიდუალური თემები აქტუალური დარჩება 2027 წლის გაზაფხულამდე!
♂️ მარსის არქეტიპი, ასტრონომია და მითოლოგია❓
იცოდი, რომ პლანეტა მარსს 2 თანამგზავრი ჰყავს?
✨ ბერძნულ მითოლოგიაში ფობოსი (φόβος) შიშს ნიშნავს, ხოლო დეიმოსი (δείμος) — საშინელებას. ეს ორი ასტრონომიული სხეული ისე ბრუნავს, რომ მარსს ყოველთვის მხოლოდ ერთი მხრიდან უყურებს.
✨ასევე ბერძნულ პანთეონში მარსის ანალოგია არესი, ის ერთადერთი ოლიმპოელი ღმერთია, რომელსაც არავისზე უძალადია! ომის ღმერთს აფროდიტესგან (ვენერასგან) შეეძინა ჰარმონია, რომელიც ბედნიერ, ურყევ ქორწინებას განასახიერებს.
🔁 ყველაფერი გადაჯაჭვულია: ბუნება, ასტრონომია, მითოლოგია, ასტროლოგია და ფსიქოლოგია!
👑 ლომს მართავს მზე. ამ ნიშნის ბუნების სახასიათოა სცენურობა და დრამატულობა. ის არის ზოდიაქოს მეხუთე ნიშანი, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია ანატომიურად შეესაბამე გულის ორგანო და ზურგის ზონა. 👑 ლომი არის მეფე, მზის რაინდი, შემოქმედი და ლიდერი. როდესაც მარსი შედის ლომში, ჩვენი ქმედებები ხდება უფრო მასშტაბური და დრამატული, არ არის საკმარისი მხოლოდ მოგება, აქ მოგება უნდა იყოს ეფექტური, პომპეზური და ლამაზი!
✋ ახლა ცოტა წინ გავუსწრებ მოვლენებს და მოგიყვებით მომდევნო თვეების პერსპექტივებზე. მიმდინარე ციკლის დროს მეტი ყირადღება უნდა დაეთმოს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ზურგსა და ხერხემალს. (მარსი ლაზერული სისტემების სიმბოლირი მმართველიცაა, ასე რომ გაითვალისწინეთ და განსაკუთრებით რეტროგრადულობისას მოერიდეთ ლაზერულ პროცედურებსა და ლაზერული სისტემების გმოყენება).
🗡️ მარსი ლომშია, ამას მალე დაემატება ვენერას რეტროგრადულობა მორიელის ნიშანში და აქ იწყება არნახული ემოციებისა და გრძნობების სიმძაფრე! როდესაც ცაზე ერთდროულად მოქმედებს მარსი ლომში (ამაყი, მესაკუთრე დრამატული რაინდი) და რეტროგრადული ვენერა მორიელში (ღრმა, ეჭვიანი, ფატალური ვნება, დრამატული ოღონდ არათეატრალიზებით), პირადი ურთიერთობები გადადის გრანდიოზული შექსპირისეული დრამის რეჟიმში❗
🔥 მძაფრ შეგრძნებებთან როგორ ხარ? მარსი ლომში ითხოვს აღტაცებას, ხოლო ვენერა მორიელში ეძებს ფარულ მოტივებს. ეს იძლევა უძლიერეს ვნებას, ეჭვიანობის სცენებსა და უდიდეს ვნებათაღელვას. კონფლიქტი აღმოცენდება ამპარტავნებასა (ლომი) და კონტროლის სურვილს (მორიელი) შორის. იმატებს პრეტენზიები: „შენ საკმარისად არ მაფასებ!“ ან „შენ რაღაცას მალავ!“.
🌍 მუნდალურ ასტროლოგიაში მარსი პასუხისმგებელია ომებზე, ჯარებსა და აგრესიაზე, ხოლო ლომი: სამეფო ძალაუფლებაზე, პრეზიდენტებსა და ელიტარულ წრეებზე. როდესაც მარსი ხდება რეტროგრადული იწყება ლიდერების ავტორიტეტის შერყევა და შიდა დრამატული პროცესები.
📜 რა ხდებოდა ისტორიულად ამ ტრანზიტებისას? (ანუ როდესაც მარსი რეტროგრადულია ლომის ნიშანში, გაითვალისწინეთ რომ ეს ციკლი მეორდება 15-17 წელიწადში ერთხელ).
✋ ლიდერებისა და მმართველების კრიზისი 2009–2010 წ. ბრიტანეთში ლეიბორისტების 13-წლიანი მმართველობის დასასრული. სამხედრო სტრატეგიის შეცვლა 2009–2010 წ. აშშ-ის მიერ ავღანეთისა და ერაყის სამხედრო სტრატეგიების ფუნდამენტური გადახედვა.
✋ O.J. Simpson-ის საუკუნის სასამართლო პროცესი 1995 წ. და ტაიგერ ვუდსის გრანდიოზული სკანდალი 2009 წ.
✋ ტექნოგენური კატასტროფები (2009 წ. დეკემბერი / Eurostar-ის ტრანსპორტის კოლაფსი ლა-მანშის გვირაბში და პერმის კლუბის ტრაგიკული ხანძარი.
⏳ მარსის რეტროგრადულობა ხდება ყოველ 790 დღეში ერთხელ (დაახლოებით 2 წელში და 2 თვეში). რადგან ეს პერიოდულობა ფიქსირებულია, ლომის/კირჩხიბის სექტორს მარსი უბრუნდება ზუსტად 15-17 წლიანი ციკლით! გადახედე შენს ცხოვრებას მიმდინარე პერიოდებში .
👇 2009 წლის დეკემბერი – 2010 წლის მარტი: მარსი იყო რეტროგრადული ლომში. 2024 წლის დეკემბერი – 2025 წლის თებერვალი: მარსი გახდა რეტროგრადული ლომში (6°-დან) და გადავიდა კირჩხიბში.
🔁 2026 წლის ნოემბრიდან – 2027 წლის გაზაფხულამხე მარსის მარყუჟი სწორედ ერთი თემის ირგვლივ იტრიალებს. (რომელი თემის, ეს უკვე ინდივიდუალურად უნდა ინახოს შენს რუკაში) .
✋ მომდევნო ციკლი აკრეფს ძალას 15-17 წლის შემდეგ — 2039 წლის ბოლოს / 2040 წლის დასაწყისში! ის, რასაც ახლა თესავ შენს ამბიციებსა და სტრატეგიაში, მომდევნო 15 წლის მანძილზე განსაზღვრავს შენს წარმატებასა თუ წარუმატებლობას!
📢 როგორ იმოქმედებს ეს ტრანზიტი პირადად შენს ნათალურ რუკაზე? რომელ სახლში გადის მარსი ლომის ნიშანს შენს რუკაში? სწორედ იმ სფეროში გელოდება „სამეფო“ ძვრები!
🧙 ჩემი სალექციო კურსისა და საზღვარგარეთ დაგეგმილი პროექტების გამო, ამჟამად მიღება მაქვს მხოლოდ მოკლე სტრატეგიულ კონსულტაციებზე და მათთან, ვინც წინა თვეებში უკვე ჩაეწერა.
✈️ ნოემბრის შუა რიცხვებიდან, საქართველოში დაბრუნებისთანავე, დავიწყებ მიღებას პირად კონსულტაციაზე. ამიტომ, ნოემბრის მეორე ნახევრისთვის ინდივიდუალურ ვიზიტებზე ჩაწერა შეგიძლიათ ახლა!“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ჩემი ხელთათმანები? თოფურია ამას პოპულარობის დასაბრუნებლად ამბობს“ - ჯასტინ გეიჯი