ფსიქოლოგი, ნუმეროლოგი და ბედის მატრიცის სპეციალისტი თათია გარანიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ასწავლის, თუ რა არ უნდა შეინახოთ ფულთან ერთად საფულეში.
ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთები საფულეში ხელს უშლის თქვენი ფინანსური ენერგიის სწორად მუშაობას:
„რა არ უნდა იდოს საფულეში ფულთან ერთად, არავითარ შემთხვევაში, რომ თქვენმა ფინანსურმა ენერგიამ სწორად იმუშაოს!
არავითარ შემთხვევაში არ ჩადოთ ქაღალდის ფული და მონეტები ერთად!
ერთ საფულეში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ორის შენახვა.
აუცილებლად ამოიღეთ ყველანაირი ქვითარი, ბარათები, რაც ფინანსებს არ ეხება!
შეგიძლიათ საფულეში ატაროთ მხოლოდ ის ბარათები, რაც უშუალოდ ბანკებთან არის მიბმული და რაზედაც ფინანსური ენერგიები გაქვთ.
ფინანსებს უყვარს მინიმალიზმი! დამატებითი ფოტოები, ჩანაწერები, ქაღალდები - ყველაფერი ამოიღეთ. ერთადერთი რაც საფულეში შეგიძლიათ ჩადოთ არის თქვენი ფინანსური კოდი!“, - ამბობს თათია გარანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ: