
ექიმი ლევან შელეგია სოციალურ ქსელში წერს, რომ რაც უფრო დიდი და გამოხატულია ადამიანში ჰომოფობია, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ თავად აქვს ჰომოსექსუალური ორიენტაცია, მიდრეკილება, ფანტაზიები. ეს კი იწვევს შიშს და აგრესიას. ამ აგრესიას კი ჰომოფობიის ფორმით გამოხატავ ილუზიის შესაქმნელად, რომ რადგან ჰომოფობი ხარ ვერ იქნები ჰომოსექსუალი:
„1. ინფექციების დროს ბუნებრივია დეპრესიული განწყობა. ამას ორგამიზმი სპეციალურად აკეთებს და თავისი სახელიც აქვს - sickness behaviour, ანუ ავადყოფნის საქციელი.
ამიტომაც ვგრძნობთ თავს სუსტად, რომ დავეგდოთ ლოგინებში, რათა იმინურ სისტემას მიეცეს თავისი საქმის გაკეთების საშუალება. ამიტომაც არ გვაქვს მადა, ამიტომ გვაქვს ძილიანობა.
მოკლედ, ბუნებამ თითქმის ყველაფერზე იზრუნა და ნუ შევუშლით რა ხელს!
2. მოსახლეობის (ამერიკის მაგალითზე) 70% აქვს მაგნიუმის ნაკლებობა, რაც უამრავ პრობლემას ქმნის.
თუ გადაწყვეტთ მაგნიუმის პრეპარატის მიღებას, არ იყიდოთ შემდეგი შემცველობა:
Magnesium oxide
Magnesium carbonate
რადგან ესენი ფაქტობრივად არ შეიწოვება და მხოლოდ ფაღარათს იწვევს.
ძალიან კარგად შეიწოვება და მოქმედებს:
Magnesium Glycinate / Bisglycinate
Magnesium L-Threonate
Magnesium Malate
Magnesium Taurate
ასევე მისაღებია:
Magnesium citrate
3. მაგნიუმის დეფიციტის დროს რთულია დ-ვიტამის D3 ნორმაში ქონაც.
4. თუ მხოლოდ უძილობა გაწუხებთ და მეტი არაფერი, ნუ მიიღებთ მძიმე არტილერიას, მაგალითად „კეტილეპტს“. სცადეთ Magnesium Glycinate ძილის წინ გვირილას ნაყენთან ერთად.
5. არასდროს იფიქროთ ლოგინში ჩაძინებაზე ან და არასდროს უყუროთ საათს. ორივე აფხიზლებს ტვინს.
6. თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, სცადეთ მასტურბაცია ძილის წინ. ორგაზმის შემდეგ გამოყოფილი პროლაქტინი დაგეხმარებათ ჩაძინებაში.
7. შაქარი per se არ იწვევს დიაბეტს. უმოძრაობა და ჭარბი წონა უფრო!
8. მწვავე ანთების ერთ-ერთი კარდინალური სიმპტომი ისედაც არის სითბო/სიცხე (calor). დამატებითი თბილი საფენები და გამოვლინებები ალოგიკურია. პირიქით, უნდა გავაგრილოთ მწვავე ანთების კერა.
9. ახალი საქციელის შესწავლა შეიძლება ისევე, როგორც ახალი ენის, ინსტრუმენტის. საჭიროა მეცადინეობა, დისციპლინა და მოთმინება.
10. არავინ „გაგიჟებულა” მხოლოდ იმის შიშით, რომ გაგიჟდება.
11. მხოლოდ შიშით და ამ შიშთან დაკავშირებული ფიქრებით, რომ
რამე დაავადება დაგემართება ან მოკვდები, არაფერი მოგივა, დამშვიდდი!
12. "ბრმა ნაწლავი" და "გლანდები" არ არის ზედმეტი ორგანოები, ორივე იმუნური სისტემის ნაწილია. მაგრამ თუ მათი ამოჭრა გახდა საჭირო, ეს უნდა მოხდეს.
13. სეროტონინის ან ლითიუმის განსაზღვრა სისხლში სრული უაზრობა, დილეტანტიზმი და ფულის კეთებაა.
არანაირ ინფორმაციას არ იძლევა მენტალურ ჯანმრთელობაზე.
14. საღამოს 6-ის მერე საკვების აკრძალვაც უაზრობაა და მითი. თუ გახდომა გინდა უნდა მიიღო 24 საათის განმავლობაში ნაკლები კალორია, ვიდრე ხარჯავ (ვიცი, ვინანებ ამის დაწერას)
15. ყურის ბამბიანი ჩხირებით გაწმენდა საზიანოა, რადგან შიგნით უფრო ვტენით ცერუმენს (რის გაწმენდასაც ვცდილობთ), ვიდრე გარეთ გამოგვაქვს.
საკმარისია გარედან, ზედაპირულად, ფრთხილად თხელი პირსახოცით ან ტუალეტის ქაღალდით სისველის გაშრობა დაბანვის შემდეგ.
16. რაც უფრო დიდი და გამოხატულია შენში ჰომოფობია, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ თავად გაქვს ჰომოსექსუალური ორიენტაცია, მიდრეკილება, ფანტაზიები.
ეს შენში იწვევს შიშს და აგრესიას. ამ აგრესიას კი ჰომოფობიის ფორმით გამოხატავ ილუზიის შესაქმნელად, რომ რადგან ჰომოფობი ხარ ვერ იქნები ჰომოსექსუალი.
17. ვინც ამტკიცებს, რომ არასდროს არ მასტურბირებს ან იტყუება, ან აჯობებდა იტყუებოდეს.
18. ძლიერი ტკივილი ხელს უშლის ჭრილობის შეხორცებას, ის აუცილებლად უნდა გაყუჩდეს.
19. ლუდომანია, ემოციური არასტაბილურობა, აკვიატებები, დაბალი თვითშეფასება არ არის განაჩენი, არამედ აშლილობები, რომელთათვისაც არსებობს ეფექტური თერაპიები.
20. რადგან ქალიშვილობა სუფთა წყლის მორალისტური გამოგონებაა, ამ ლოგიკით, ანალური და ორალური სექსის მერეც აღარ ხართ ქალიშვილები, დებო … და ძმებოც“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „პირველი შეხედვით იოლია, მაგრამ რეალურად ურთულესია“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა შანშიაშვილი
⭕ცნობილია ცოლ-ქმრის ვინაობა, რომლებიც ჭუბერში მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ