28 ივლისი - დასრულებისა და განახლების ენერგია.
დღის საერთო ენერგია 9-ია. ეს არის დასრულების, გათავისუფლებისა და ახალი ეტაპისთვის მომზადების დღე.
სამყარო გვასწავლის, რომ ზოგჯერ წინსვლისთვის აუცილებელია ძველის მშვიდად გაშვება.
რა არის დღეს სასურველი:
❤️ აკეთეთ სიკეთე უანგაროდ, მადლობის მოლოდინის გარეშე.
❤️ დაკავდით ფიზიკური აქტივობით და იზრუნეთ საკუთარ სხეულზე.
❤️ დაალაგეთ სახლი, მოიშორეთ ზედმეტი ნივთები და გაათავისუფლეთ სივრცე.
❤️ დაეხმარეთ ადამიანს, რომელსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.
❤️ დაასრულეთ დაწყებული საქმეები მშვიდად. ხვალ ახალი ციკლი იწყება.
რას უნდა მოერიდოთ:
❤️ კამათსა და კონფლიქტებს. დღეს ემოციები განსაკუთრებით ძლიერია.
❤️ სხვისი კონტროლის მცდელობას.
❤️ ზედმეტ ნერვიულობას. ივარჯიშეთ ღრმა სუნთქვაში, შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე და ახალი შესაძლებლობები თავად იპოვიან თქვენამდე გზას.
დღეს სამშაბათია და ეს დღე განსაკუთრებით იღბლიანია მათთვის, ვინც 9, 18 ან 27 რიცხვშია დაბადებული.
🎨 დღის იღბლიანი ფერები: წითელი, ვარდისფერი და ყავისფერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კვლავ ბევრ 14 წელს ვისურვებდი ამ ადამიანთან ერთად“ - თამარ ივერი ქორწინების იუბილეს აღნიშნავს
⭕„ახლა რასაც გრძნობ, ცოტაა თუ უკვე ყველაფერი?...“ - რას წერს გია მურღულია