Digest Logo

რა ასტროლოგიურ ტენდენციებს უკავშირდება მოსალოდნელი პლანეტების „აღლუმი“? - რამაზ გიგაურის პროგნოზი

1717429548
რამაზ გიგაური

3 ივნისს და 4 ივნისის ღამით ცის კაბადონზე პლანეტების „აღლუმია“. ექვსი პლანეტა - მერკური, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი ერთ ხაზზე გამოჩნდება. 

აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე პროგნოზი სოციალურ ქსელში ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა გააკეთა:

„მიმდინარე კვირა საკმაოდ საინტერესოდ და შეიძლება ითქვას იშვიათი ასტრონომიული მოვლენით იქნება დატვირთული.

3 ივნისს და 4 ივნისის ღამით ცის კაბადონზე პლანეტების „აღლუმია“. ექვსი პლანეტა - მერკური, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი ერთ ხაზზე გამოჩნდება (ბუნებრივია, შეუიარაღებელი თვალით ყველა პლანეტის დანახვა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. ჰორიზონტის გარეშე მხოლოდ მარსისა და სატურნის დანახვა იქნება შესაძლებელი).

ასტროლოგიური თვალსაზრისით ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა და მიანიშნებს გარკვეული მასშტაბურ პოლიტიკურ კრიზისზე (მაგალითად, ასეთ მოვლენას ჰქონდა ადგილი 1962 წელს, ე. წ. „კარიბის კრიზისის“ დროს. როდესაც ჯერ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბირთვული რაკეტები თურქეთში განათავსა, რასაც საბჭოთა კავშირის მხრიდან ასევე მოჰყვა კუბაზე ატომური რაკეტების განთავსება და ამ ყველაფერმა ლამის მესამე მსოფლიო ომი გამოიწვია.

ცის კაბადონზე მსგავს მოვლენას ასევე ადგილი ჰქონდა 1989 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში დაიწყო ეროვნული ძალების „გამოღვიძება“ და საპროტესტო მოძრაობები, რასაც ორი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლაც მოჰყვა.

ასე რომ, პლანეტების ეს „აღლუმი“ შესაძლებელია მიანიშნებდეს ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომელიც უახლოეს ერთ-ორ წელში რეალიზდება. ეს ყველაფერი კი ბუნებრივია, უკავშირდება როგორც უკრაინა-რუსეთის ომს და მის შემდეგ განვითარებულ კრიზისებს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკურ პროცესებს და ასევე მის შესაძლო დაპირისპირებას ჩინეთთან“, - წერს რამაზ გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

უახლოესი საათების განმავლობაში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება - სააგენტოს გაფრთხილება

🎥 „ოსების სახალხო არტისტის წოდება მომენიჭა და მაიკლ ჯექსონს მეძახიან, ქურთები ალენ დელონს…“ - რას ჰყვება დიტო ქისიშვილი

🎥 ახალი კვლევა - ფორთოხლის ქერქი შესაძლოა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს