Digest Logo

„რა დარჩა წარსულში დაუმთავრებელი, ახლა ამის გასაკეთებლად საუკეთესო დროა“ - რეტროგრადული მერკური კირჩხიბში, რას მოიტანს ეს მოვლენა?

1782411103
	ჰოროსკოპი

რეტროგრადული მერკური კირჩხიბში | 29 ივნისი – 24 ივლისი
29 ივნისს მერკური — აზროვნების, კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლების, მგზავრობის, გადაადგილების და ვაჭრობისა სიგნიფიკატორი პლანეტა — რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს კირჩხიბის ზოდიაქოს 26°15′-ზე. უკუსვლით ის კირჩხიბის 16°-მდე დაბრუნდება და 24 ივლისს კვლავ დირექტულ მოძრაობას განაახლებს.

ვიცით, რომ მერკურის რეტროგრადულობა მხოლოდ დედამიწიდან დანახული ოპტიკური ილუზიაა.

რეალურად პლანეტა უკან არ მოძრაობს, თუმცა ასტროლოგიურად ეს პერიოდი დაკავშირებულია დაბრუნებასთან, გადახედვასთან, გადაფასებასთან იმ საკითხებსა თუ ურთიერთობებთან, რომლებიც ბოლომდე დასრულებული არ არის და მეტ ყურადღებას მოითხოვს.

მერკური ბუნებრივად დაკავშირებულია აზროვნებასთან, ლოგიკასთან, ანალიზთან, სწავლასთან, კომუნიკაციასთან, ინფორმაციის დამუშავებასთან, ვაჭრობასთან, დოკუმენტებთან, გადაადგილებასა და ყოველდღიურ გადაწყვეტილებებთან. სწორედ ამიტომ მისი რეტროგრადული ფაზა ყველაზე მეტად ამ სფეროებში გვაგრძნობინებს საკუთარ გავლენას.

კირჩხიბი კი წყლის კარდინალური ნიშანია, რომელიც დაკავშირებულია ემოციურ უსაფრთხოებასთან, ოჯახთან, ფესვებთან, ბავშვობის გამოცდილებასთან, მეხსიერებასთან და წარსულთან. ამიტომ მერკურის რეტროგრადულობა კირჩხიბში სხვა ნიშნებისგან განსხვავებით პირველ რიგში ჩვენს შინაგან სამყაროს, ემოციურ რეაქციებსა და მოგონებებს ეხება.

თუ დირექტული მერკური ახალი ინფორმაციის მიღებას, გადაადგილებასა და წინსვლას უწყობს ხელს, რეტროგრადული მერკური უკან დაბრუნებას და უკვე დაგროვილი გამოცდილების გადამუშავებას გვთხოვს. სწორედ ამიტომ ამ პერიოდში ხშირად ვუბრუნდებით იმ საკითხებს, რომლებიც დროზე ადრე დავხურეთ, ბოლომდე ვერ გავაცნობიერეთ ან ემოციურად ჯერ კიდევ ვერ გავუშვით.

ეს არის პერიოდი, როდესაც წარსული უფრო ხშირად გვახსენებს თავს. შეიძლება დაბრუნდნენ ადამიანები, თემები, მოგონებები ან ემოციები, რომლებიც ბოლომდე არ არის დამუშავებული. შესაძლოა ისევ წამოიწიოს ძველი ოჯახური საკითხი, დაგიკავშირდეთ ადამიანი წარსულიდან, დაბრუნდეთ ადრე დაწყებულ პროექტთან ან აღმოაჩინოთ, რომ გარკვეული ემოციური გამოცდილება დღესაც ახდენს გავლენას თქვენს გადაწყვეტილებებზე.

კირჩხიბს განსაკუთრებულად განვითარებული აქვს ემოციური მეხსიერება. მას შეიძლება სიტყვები დაავიწყდეს, მაგრამ არასოდეს ავიწყდება, რა იგრძნო და როგორ აგრძნობინეს თავი. ამიტომ ამ რეტროგრადულობის პერიოდში შესაძლოა უფრო ხშირად დავუბრუნდეთ ძველ წყენებს, მოგონებებსა და იმ ემოციურ გამოცდილებებს, რომლებიც ჯერ კიდევ გავლენას ახდენს ჩვენს დღევანდელ არჩევანზე.

ამ პერიოდში ინტუიცია განსაკუთრებულად ძლიერდება. პასუხები შეიძლება მოვიდეს სიზმრების, შინაგანი შეგრძნებების, მოულოდნელი გახსენებების, ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიმბოლოებისა და ნიშნების საშუალებით. ლოგიკა და რაციონალური ანალიზი არ ქრება, თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება საკუთარი ემოციების მოსმენა და იმის გააზრება, თუ რას გვეუბნება ჩვენი შინაგანი ხმა.

რეტროგრადული მერკური კირჩხიბში კარგი დროა ოჯახურ საკითხებზე დასაფიქრებლად, ახლობლებთან ურთიერთობების გადასახედად, გადადებული საუბრების დასასრულებლად, ძველი კონფლიქტების გააზრებისა და იმ ემოციური ტვირთისგან გათავისუფლებისთვის, რომელიც წარსულიდან მოგვყვება.

ამავე დროს, როგორც ნებისმიერი რეტროგრადული მერკურის პერიოდში, სასურველია მეტი ყურადღება მივაქციოთ დოკუმენტებს, ხელშეკრულებებს, მგზავრობას, ტექნიკას, კომუნიკაციასა და მნიშვნელოვან შეთანხმებებს. შესაძლოა გახშირდეს გაუგებრობები, ინფორმაციის დაკარგვა, გეგმების გადადება, ტექნიკური შეფერხებები ან უკვე მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის აუცილებლობა.

ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება უნდა გაჩერდეს. თუმცა, თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი ახალი პროექტების დაწყება, მსხვილი შენაძენები, ავტომობილის შეძენა, ახალი ბიზნესის დაწყება ან მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმება სჯობს დამატებით გადავამოწმოთ და განსაკუთრებული სიფრთხილით მივუდგეთ. თუ გადადება შეუძლებელია, თითოეული დეტალი ყურადღებით შეამოწმეთ.

თუ გსურთ უფრო ზუსტად გაიგოთ, ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება ეს რეტროგრადულობა, საჭიროა ნახოთ, თქვენი პირადი რუკის რომელ სახლში ხვდება კირჩხიბის 16°–26° გრადუსები, სად მდებარეობს ნატალური მერკური და რომელ სახლებს მართავს ის თქვენს რუკაში.

ყველაზე ძლიერად რეტროგრადული მერკური იგრძნობა მათთვის, ვისაც რუკაში ტყუპები ან ქალწული გამოკვეთილი აქვთ, რადგან მერკური ამ ნიშნებს მართავს. ასევე მათთვის, ვის მნიშვნელოვან პლანეტებსა და კუთხეებთან ეს ტრანზიტი ასპექტს გააკეთებს და შეეხება. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ კირჩხიბის, თხის რქის, ვერძისა და სასწორის 16°–26° გრადუსებში მდებარე მნიშვნელოვანი პლანეტები და კუთხეები, რადგან სწორედ მათზე იქნება ეს რეტროგრადულობა ყველაზე საგრძნობი.

☿  რეტრო მერკური კირჩხიბში გვთხოვს შევანელოთ ტემპი, დავფიქრდეთ და გავაცნობიეროთ, რა დარჩა წარსულში დაუმთავრებელი, რა ემოციურ ტვირთს ვატარებთ, რისგან გათავისუფლების დრო დადგა. ახლა ამის გასაკეთებლად საუკეთესო დროა.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რუსკა ქარქაშაძე გოგონას დედა გახდა - რა დაარქვეს პატარას?

⭕რა უნდა ვიქონიოთ 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე - ინფორმაცია, გამოსაცდელთა საყურადღებოდ

🎥 „მიყვარხარ, საქართველო“ - რა კადრებს აქვეყნებს ილია თოფურია