Digest Logo

რა ელოდებათ მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბერში - ხატია ბედოშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

1795706618
ხატია ბედოშვილი

ხატია ბედოშვილი არის ასტროლოგი და წიგნის ავტორი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ასტროლოგიური პროგნოზებისა და კონსულტაციების მიმართულებით. იგი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში სტუმრობითა და ყოველკვირეული თუ ყოველთვიური ასტროლოგიური მიმოხილვებით.

იგი „ფეისბუკზე“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს უზიარებს:

„მერწყული-დეკემბერი:

მთავარი სირთულეები დეკემბრიდან სრულდება მერწყულებისთვის.

აღსანიშნავია, რომ პარტნიორულ ურთიერთობებში არსებული სირთულეები გრძელდება, რაც ღირებულებების შეცვლასა და საკუთარ თავთან ჰარმონიაში მოსვლას, პარტნიორის გარეშე საკუთარი თავის უპირობო შეყვარებას ითხოვს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჰარმონიულ ეტაპზე გადასვლის შანსი. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი და პარტნიორის პირადი სივრცე, თავისუფალი ნება არ შებოჭოთ.

კარიერული რეორგანიზაციები, გაჩვენებდათ თქვენს პროფესიონალიზმს და არაპროფესიონალიზმსაც, რომელიც ითხოვდა ცოდნის დაფასებასა და ამავდროულად ახალი გამოცდილების მიღებას. თუ თავი გაართვით გამოწვევებს და ადაპტირდით სიახლეებთან, ამ თვეში მიიღებთ მატერიალური წინსვლას და კარიერულ აღიარებას. ვინც ვერ გაართვა თავი, შესაძლებლობა დეკემბერშიც გამოჩნდება, რომ გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები, ბოლო 4 თვის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

მშობლებთან, შვილებთან და ნათესავებთან ურთიერთობები, იმის მიხედვით გადავა ჰარმონიულ ეტაპზე, თუ რამდენად სცემთ ერთმანეთის თავისუფალ ნებასა და არჩევანს პატივს.

ფინანსური თვალსაზრისით, ჰარმონიული თვეა. ჯანმრთელობის მხრივ, სუსტია ნერვიული და ჰორმონალური სისტემა. გული და სისხლძარღვები.

დეკემბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების გასაფორმებლად: 14;15;18;19;20;21;22;23;

დეკემბრის დაძაბული დღეები: 1;2;5;6;7;13;16;17;24;25;

დეკემბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად: 3;4;8;9;26;27;28;29;30“, - წერს ხატია ბედოშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თორნიკე შენგელიას ბებია გარდაეცვალა - ოჯახური ტრაგედიის მიუხედავად კაპიტანი ნაკრებს შეუერთდა

🎥 რა უნდა იცოდეს ქალმა მენოპაუზაზე და როგორ შეხვდეს პროცესს? - ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რჩევები

⭕„შესაძლოა შემოსავლის მატება, დაწინაურება ან ახალი სამსახურებრივი შემოთავაზება“ - დეკემბრის ასტროპროგნოზი თევზებისთვის ხატია ბედოშვილისგან

✕