Digest Logo

„შესაძლოა შემოსავლის მატება, დაწინაურება ან ახალი სამსახურებრივი შემოთავაზება“ - დეკემბრის ასტროპროგნოზი თევზებისთვის ხატია ბედოშვილისგან

1795698812
ხატია ბედოშვილი

ხატია ბედოშვილი არის ასტროლოგი და წიგნის ავტორი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ასტროლოგიური პროგნოზებისა და კონსულტაციების მიმართულებით. იგი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში სტუმრობითა და ყოველკვირეული თუ ყოველთვიური ასტროლოგიური მიმოხილვებით.

იგი „ფეისბუკზე“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:

„სამსახურებრივი გამოწვევები და უთანხმოება დეკემბერში საბოლოოდ სრულდება. აუცილებელია, რომ ბოლო დროს განვითარებული პრობლემების გათვალისწინებით, შეცვალოთ მიდგომები, აიმაღლოთ პროფესიონალიზმი და არ შეუშინდეთ სიახლეებს.

არის შანსი საცხოვრებელი ქვეყნის, ან ქალაქის ცვლილებისა. ფინანსური თვალსაზრისით, ჰარმონიული თვეა.

შესაძლოა შემოსავლის მატება, დაწინაურება, ან ახალი სამსახურებრივი შემოთავაზება.

პარტნიორულ ურთიერთობაში, ახალ ეტაპზე გადადის თქვენი მიდგომები და ღირებულებები. საკუთარი და პარტნიორის პირადი სივრცისა და თავისუფლების პატივისცემით, შეძლებთ ახალ, ჰარმონიულ ეტაპზე გადასვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დატრიალდებით იგივე წრეზე.

არ ღირს ნათესავების, პარტნიორის, ან გარშემომყოფების პირად გადაწყვეტილებებში ჩარევა. ამით დაიცავთ საკუთარ და მათ ინტერესებს.

ჰარმონიული თვეა სწავლის დასაწყებად, სამოგზაუროდ, ან ახალი ბიზნესის წამოსაწყებად. შეგიძლიათ ახალი, კრეატიული იდეების განხორციელება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. თვის მეორე ნახევრიდან.

ჯანმრთელობის მხრივ, დასუსტებულია იმუნიტეტი. ეცადეთ 15 დეკემბრამდე დრო ენერგიის აღდგენას დაუთმოთ.

კარგია, თუ ვარჯიშისა და ჯანსაღი კვების რუტინას შეიმუშავებთ. სუსტია ძვალსახსროვანი და ნერვიული სისტემა, სასუნთქი გზები. არის ვირუსებისა და ინფექციების გავრცელების მაჩვენებელი. მოერიდეთ არაჰიგიენურ ადგილებს.

დეკემბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების გასაფორმებლად: 10;13;14;16;18;19;20;23;

დეკემბრის დაძაბული დღეები: 1;2;3;7;8;9;15;17;21;22;24;27;28.

დეკემბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად;

კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად;

უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად: 4;5;6;25;26;29;30;31“, - წერს ხატია ბედოშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ აქვს მნიშვნელობა კაცი იცხოვრებს ქალის ხარჯზე თუ ქალი კაცის ხარჯზე“ - ტატა ჟორჟოლიანი

🎥 „ქართველ კაცთან ურთიერთობა განსხვავებულად იწყება, უფრო აქტიურად, ემოციურად, უცხოელის შემთხვევაში კი...“ - რას ამბობს ნინია ჯოხაძე

🎥 „ვემხრობი, რომ ინიციატორი იყოს კაცი, მაგრამ არ შეიძლება ყოველთვის ერთი ადამიანი აკეთებდეს ყველაფერს“ - ნანი ქოქიაშვილი

✕