Digest Logo

🎥 რა უნდა იცოდეს ქალმა მენოპაუზაზე და როგორ შეხვდეს პროცესს? - ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რჩევები

1795700664
შოთა ჯანჯღავა

მენოპაუზა ქალის ცხოვრების ბუნებრივი, ფიზიოლოგიური ეტაპია, რომლის დროსაც მენსტრუალური ციკლი მუდმივად წყდება და რეპროდუქციული ფუნქცია სრულდება. ის საშუალოდ 45-დან 55 წლამდე ასაკში დგება, ხოლო დიაგნოზი ოფიციალურად ისმება მაშინ, როდესაც ქალს ბოლო მენსტრუაციიდან ზედიზედ 12 თვის განმავლობაში ციკლი აღარ ჰქონია.  

რა უნდა იცოდეს ქალმა მენოპაუზაზე და როგორ შეხვდეს პროცესს? - აღნიშნულ თემაზე ცნობილი ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა საუბრობს:

„მენოპაუზის შემდეგ ქალის ჰორმონის დონე ქვეითდება, ეს იწვევს გარკვეულ ცვალებადობას, იწყება ძვლოვანი სისტემის გამოფიტვა, შესაბამისად პროფილაქტიკურად ექიმმა შეიძლება გთხოვოთ კალციუმის, „დე“ ვიტამინისა და გარკვეული მინერალების მიღება. 

ახალი რეკომენდაციების მიხედვით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰორმონოთერაპიაზე ვეტო მოხსნა, შეიცვალა მიდგომა და თუ ქალს აქვს სიმპტომი და ლაბორატორიული კვლევები იძლევა ამის საშუალებას, ფიტოთერაპია გამართლებულია და შეიძლება გამოვიყენოთ ჰორმონოთერაპიაც. 

როგორც კი მენოპაუზის ნიშნები დაიწყება, აუცილებელია შემოწმდეს საშვილოსნოს ყელი, სარძევე ჯირკვალი და ჰორმონალური მაჩვენებელი როგორია“, - ამბობს შოთა ჯანჯღავა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შესაძლოა შემოსავლის მატება, დაწინაურება ან ახალი სამსახურებრივი შემოთავაზება“ - დეკემბრის ასტროპროგნოზი თევზებისთვის ხატია ბედოშვილისგან

🎥 „არ აქვს მნიშვნელობა კაცი იცხოვრებს ქალის ხარჯზე თუ ქალი კაცის ხარჯზე“ - ტატა ჟორჟოლიანი

🎥 „ქართველ კაცთან ურთიერთობა განსხვავებულად იწყება, უფრო აქტიურად, ემოციურად, უცხოელის შემთხვევაში კი...“ - რას ამბობს ნინია ჯოხაძე

✕