Digest Logo

რა ფერებში შევხვდეთ 2027 წელს, რომ მოვიზიდოთ ფინანსური წარმატება და ჯანმრთელობა? - ნინა ხომერიკის პროგნოზი

1795004751
ნინა ხომერიკი

„2027 - ცეცხლოვანი თხის წელი!

2027 წელი აღმოსავლური ასტროლოგიით ცეცხლოვანი თხის (ცხვრის) წელია. ეს არის შემოქმედების, სილამაზის, სიყვარულის, ოჯახური ღირებულებების, შინაგანი სიმშვიდისა და ცხოვრების განახლების სიმბოლური წელი.

ცეცხლის სტიქია მას მატებს ვნებას, აქტიურობას, გამბედაობასა და ცვლილებების სურვილს, ხოლო თხის ბუნება გვახსენებს, რომ ნამდვილი წარმატება მხოლოდ ბრძოლით კი არა, სიბრძნით, მოთმინებითა და ჰარმონიითაც მიიღწევა“, - ამის შესახებ ასტროლოგი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში წერს და პროგნოზს გვიზიარებს: 

ასტროლოგი გვირჩევს ფერებს, რომლითაც 2027 წელს უნდა შევხვდეთ, მისი თქმით ცეცხლისა და თხის სიმბოლიკიდან გამომდინარე, საახალწლო სამოსისა და დეკორაციისთვის განსაკუთრებით აქტუალური იქნება რამდენიმე ფერი - ესენია 👇

წითელი — მოგიტანთ ენერგიას, სიყვარულს, ვნებას და წარმატებას.

ნარინჯისფერი — სიხარულს, შემოქმედობითობას და ოპტიმიზმს.

ოქროსფერი — კეთილდღეობას, სიუხვეს და ფინანსურ წარმატებას.

მწვანე — განვითარებას, ჯანმრთელობას და ჰარმონიას.

ბეჟი და ყავისფერი — სტაბილურობას, ოჯახური სიმყუდროვეს და ენერგიას.

კრემისფერი და რძისფერი — სიმშვიდეს და ურთიერთობებში ჰარმონიას.

განსაკუთრებით ეფექტური იქნება წითლისა და ოქროსფრის, მწვანისა და ბეჟის, ასევე კრემისფრისა და ოქროსფრის კომბინაციები.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„წლების განმავლობაში დაშორებულები ვიყავით“ – ნინი ყულეჯიშვილი სიყვარულის 6-წლიან ისტორიაზე

⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებსაც 2026 წლის ბოლომდე პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები და ცვლილებები ელოდება

⭕ „ლანძღვის მეტი არაფერი მიმიღია“ - რატომ არ უნდა დათო ლიკლიკაძეს ქუთაისის კოლორიტის სტატუსი

✕