Digest Logo

„რა განმეორდა თქვენს ცხოვრებაში აგვისტოს შემდეგ?“ - 24 ნოემბრის სავსემთვარეობა და გადამწყვეტი პერიოდი: ლამზირა ხაჭაპურიძის პროგნოზი

1795428526
 ლამზირა ხაწაპურიძე

24 ნოემბერს ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე სავსემთვარეობა გველოდება, რომელიც 28 აგვისტოს მთვარისა და 6 თებერვლის მზის დაბნელებებს შორის არსებულ გარდამტეხ ეტაპს ემთხვევა.

ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში ამ პერიოდის მთავარ ასტროლოგიურ გზავნილებს განმარტავს და საზოგადოებას ურჩევს, მომდევნო დღეები საკუთარი ქმედებების გადაფასებისა და ძველი, განმეორებადი სცენარების გაცნობიერებულად შესაცვლელად გამოიყენონ.

„🌗✨ ორი დაბნელების შუა წერტილი — რას გვასწავლის დროის დანახვა?

🌘 28 აგვისტოს 2026 მთვარის დაბნელება

☀️ მზე — ქალწულში ♍

🌙 მთვარე — თევზებში ♓

◇ 17 ნოემბერი, 2026 — ორ დაბნელებას შორის კალენდარული შუა წერტილი

🌕 24 ნოემბერი, 2026 — სავსემთვარეობა

☀️ მზე — მშვილდოსანში ♐

🌙 მთვარე — ტყუპებში ♊

🌑 6 თებერვალი, 2027 — მზის დაბნელება ☀️

მზე და 🌙 მთვარე — მერწყულში ♒.

თუ ჩვენ დავინახავთ სიუჟეტს: ქალწული–თევზების ღერძზე მომხდარი მთვარის დაბნელებიდან მერწყულში მზის დაბნელებამდე, ხოლო მათ შორის ტყუპებისა და მშვილდოსნის სავსემთვარეობა, როგორც სიტყვასა და სიმართლეზე დაფიქრების სიმბოლური მომენტს , ეს ფრიად გამოგვადგება.

🌕  28 აგვისტოდან 6 თებერვლამდე დაახლოებით 162 დღეა. ამ გზის შუა წერტილი 17 ნოემბერზე მოდის.

ერთი კვირის შემდეგ დამდგარი სავსემთვარეობა კი ჩემთვის შესაძლებლობაა, შევჩერდე და გავიაზრო, რა მოხდა ამ დროის განმავლობაში.

✦ რა დაიწყო აგვისტოს შემდეგ?

✦ რა განმეორდა ჩემს ცხოვრებაში?

✦ რაზე შევცვალე აზრი?

✦ რა ჯერ კიდევ ითხოვს ჩემს პასუხს?

ამ კითხვებს საკუთარი თავიდან ვიწყებ:

როგორ ვიქცევი, როცა მეშინია? ( ეშინია ყველას და იცოდეთ თუ ვინმე ამბობს არაფრის არ მეშინიაო იტყუება ) ✨️ სად ვიმეორებთ ძველ სცენარს?

✨️რას ვირჩევთ დღეს უფრო გაცნობიერებულად?

🌍 ერის ცხოვრებაზეც ხშირად ვსაუბრობთ როგორც განმეორებად ისტორიაზე.

🥰 კოლექტიური ცნობიერება მაშინაც იზრდება, როცა თითოეული ჩვენგანი საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობას იღებს, ფაქტებს ამოწმებს, სხვას უსმენს და ჩვევის ნაცვლად გააზრებულ არჩევანს აკეთებს.

✨ თარიღები და ციკლები კითხვების დასმაში გვეხმარება. პასუხს კი ჩვენი ქმედება აძლევს. რასაც „კარმულ განმეორებას“ ვუწოდებთ, შეიძლება სწორედ ის მომენტი იყოს, როცა ძველ სცენარს ვამჩნევთ და ახალ ნაბიჯს ვირჩევთ“, - წერს ლამზირა ხაწაპურიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕საქართველოში ამინდი შეიცვლება - სად არის მოსალოდნელი წვიმა და ტემპერატურის კლება

🎥 რამდენად მნიშვნელოვანია დროული აცრა, რატომ უნდა დავიცვათ განსაკუთრებით ბავშვები და რისკჯგუფები? - ხათუნა ზახაშვილი

⭕სავსემთვარეობა, მოულოდნელი ცვლილებები და ახალი შესაძლებლობები - როგორი იქნება 23-29 ნოემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

✕