Digest Logo

საქართველოში ამინდი შეიცვლება - სად არის მოსალოდნელი წვიმა და ტემპერატურის კლება

1795425806
წვიმა და ელჭექი

საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი შეიცვლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში კი წვიმა თოვლში გადაიზრდება. კვირის შუა პერიოდიდან ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.

23 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ღამით უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთაში კი მოთოვს. დღისით ამინდი უმეტესად უნალექო იქნება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, მთაში – თოვლი. დღისით უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ბარში ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსი იქნება.

24 ნოემბერს ტემპერატურა შედარებით მაღალი შენარჩუნდება, თუმცა 25 ნოემბრიდან ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი. ზოგან შესაძლოა ნალექი ძლიერი იყოს.

26-27 ნოემბერს ნალექი შედარებით შემცირდება, თუმცა ტემპერატურა დაბალი იქნება. ღამის საათებში მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ყინვა გაძლიერდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ნოემბრის ბოლო დღეებში საქართველოში ცივი ამინდი შენარჩუნდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რამდენად მნიშვნელოვანია დროული აცრა, რატომ უნდა დავიცვათ განსაკუთრებით ბავშვები და რისკჯგუფები? - ხათუნა ზახაშვილი

⭕სავსემთვარეობა, მოულოდნელი ცვლილებები და ახალი შესაძლებლობები - როგორი იქნება 23-29 ნოემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

🎥 „აუცილებლად უნდა აკონტროლოთ ემოციური ფონი!“ - როგორი კვირა ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს? ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

✕