Digest Logo

რა განსხვავებაა პლანეტის ასპექტს, ნიშანსა და სახლში მდებარეობას შორის - ნინო ალბორიშვილის განმარტება

1795542628
ნინო ალბორიშვილი

ასტროლოგი ნინო ალბორიშვილი სოციალურ ქსელში ნატალური რუკის ანალიზის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ კითხვას პასუხობს და განმარტავს, რით განსხვავდება ერთმანეთისგან პლანეტის ასპექტი, ზოდიაქოს ნიშანში მდებარეობა და ასტროლოგიურ სახლში მოხვედრა.

სატურნისა და ვენერას კონტექსტში მოყვანილი სამი სხვადასხვა მაგალითით ასტროლოგი აჩვენებს, როგორ მოქმედებს პასუხისმგებლობისა და სირთულეების თემა ურთიერთობებში, ხასიათის პრინციპებსა და პროფესიულ-საზოგადოებრივ რეალიზაციაში.

„რა განსხვავებაა პლანეტა ასპექტში, ნიშანში და სახლში მდებარეობას შორის? განვმარტავ მაგალითებით.

📌 მაგ: გოგონას შეუყვარდა. წყვილი უკვე გარკვეული ხანია ხვდებიან ერთმანეთს. ყველაფერი კარგადაა: პაემნები, რომანტიკა, სასიამოვნო სიტყვები.

მაგრამ წარმოიდგინეთ, ერთ დღეს ბიჭს სერიოზული პრობლემები ექმნება. ის კარგავს სამსახურს, ფინანსური სირთულეები უჩნდება და ზოგადად, მის ცხოვრებაში არცთუ მარტივი პერიოდი დგება. გოგონა ამჩნევს ამ ცვლილებებს, მაგრამ წყენების და ურთიერთობის დასრულების ნაცვლად გადაწყვეტს, მხარი დაუჭიროს მას. ის ეხმარება, საკუთარ თავზე იღებს ყოფითი საკითხების ნაწილს, უყვარს მიუხედავად გარკვეული შეფერხებებისა და მასთან ერთად გადის სირთულეებს. მისთვის სიყვარული, მხოლოდ სასიამოვნო ემოციები არ არის. ეს ურთიერთობაზე პასუხისმგებლობის აღება და სირთულეების ერთად გადალახვის მზაობაცაა.

☑️ასე გამოვლინდება ასპექტი - ვენერა/სატურნის შეერთება ნატალურ რუკაში. სადაც გრძნობები, სიყვარული, და სიფაქიზე გაჩნდება,მაშინვე ერთვება სატურნის თემატიკა: პასუხისმგებლობა, ვალდებულებები, შეზღუდვები, დრო და გარკვეული სირთულეების გაძლების აუცილებლობა.

📌 მეორე მაგალითი. აქაც დავუშვათ გოგონაც შეყვარებულია.  მასაც მოსწონს რომანტიკა და ლამაზი პაემნები. თუმცა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა სერიოზული იყოს. მას არ ესმის ურთიერთობა სიცხადის და განსაზღვრულობის გარეშე. უჭირს უბრალოდ ხვდებოდეს ადამიანს ისე, რომ არ იცოდეს, აქვს თუ არა ამ ურთიერთობას მომავალი. არ არის მიდრეკილი გრძნობების უმიზნოდ გაფანტვისკენ და ადამიანთან დაახლოებას თანდათანობით ამჯობინებს. ჯერ უნდა დარწმუნდეს, რომ ადამიანი სანდოა, რომ მისი სიტყვები და ქმედებები ერთმანეთს ემთხვევა. შესაძლოა, გრანდიოზულ რომანტიკულ სიურპრიზებს არ აწყობდეს, მაგრამ ახსოვდეს დაპირებები და ზრუნავდეს საქმით.

☑️ასე ვლინდება ვენერა თხის რქაში.

📌 მეორე მაგალითში, ასპექტთან კი არა, ზოდიაქოს ნიშანთან გვაქვს საქმე. აქ ვენერა,სატურნის მმართველობის ნიშანში იმყოფება. სატურნი განსაზღვრავს იმ პრინციპებს, რომელთა გავლითაც ვენერა ვლინდება. შედეგად, სიყვარული, გრძნობები და სიამოვნება გადის სერიოზულობის, თავშეკავების, საიმედოობის გავლით.

📌 მესამე მაგალითი: დავუშვათ მესამე გოგონა მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ემზადება.

🙂 ამ დღეს მას პროფესიული ჯილდოს გადაცემის ცერემონია აქვს - ჯილდოსი, რომლის მისაღებადაც დიდი ხნის განმავლობაში იშრომა. იგი გულდასმით არჩევს კაბას, იკეთებს ვარცხნილობას და მთლიან იმიჯს წინასწარ გეგმავს. სურს, ლამაზად და ღირსეულად გამოიყურებოდეს, მიიღოს ქათინაურები და აღიარება.

🙂 საღამოს კი სცენაზე ადის, იღებს ჯილდოს და კოლეგებთან ერთად ფოტოებს იღებს. ულოცავენ, აღნიშნავენ მის მიღწევებს და სასიამოვნო სიტყვებს ეუბნებიან. ამ დროს გოგონა აცნობიერებს, რამდენად სასიამოვნოა მისთვის აღიარებული, დაფასებული და შემჩნეულად ყოფნა. მესამე გოგონას ცხოვრებაში სიყვარული, ესთეტიკა და სიამოვნებაც, პროფესიულ რეალიზაციას უკავშირდება. შესაძლოა შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდეს, სადაც სილამაზე კარიერის ნაწილია, ან სიამოვნებას იღებდეს საკუთარი ნიჭის საჯარო აღიარებით.

☑️ასე მუშაობს ვენერა მე-10 სახლში. აქ ვენერა სატურნისეულ გარემოებათა სფეროში მოხვდა: კარიერა, სოციალურ სტატუსი, რეპუტაცია, მიღწევები და საზოგადოებრივი მდგომარეობა. ის კვლავ ვენერად რჩება და პასუხს აგებს გრძნობებზე, სიყვარულზე, სიმპათიაზე, სილამაზეზე, სიამოვნებაზე და ჰარმონიაზე, თუმცა მისი გამოვლინება უკვე მე-10 ე სახლის, ანუ კარიერის(მიღწევების)კონტექსტში ხდება.

რასაც შეუძლია განაპირობოს აღიარებისკენ სწრაფვა, საზოგადოების მოწონების სურვილი, პროფესიული საქმიანობის გზით რომანტიკული ნაცნობობის დამყარება ან ურთიერთობებისთვის სოციალური მდგომარეობის მნიშვნელობა.

📌 მოყვანილ მაგალითებში: ☑️ვენერა სატურნთან შეერთებაში (ასპექტი) ☑️ვენერა თხის რქაში (პლანეტა ნიშანში)

☑️ვენერა მე-10 სახლში (პლანეტა სახლში) სრულიად განსხვავებული მდგომარეობებია, მიუხედავად იმისა, რომ სამივე შემთხვევაში სატურნისეული თემატიკა იკვეთება. ასე შეგიძლიათ გაანალიზოთ დამოუკიდებლად, პლანეტის ნებისმიერი მდებარეობა ნიშანში, სახლში და ასპექტებში“, - წერს ნინო ალბორიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „აღარ ვიბრუნებ იმ 14 წლის ადამიანს, სიყვარულს... აფრენს, ჭკუიდან არის გადასული, უარესად ვუყვარვარ“ - გია სურამელაშვილის გულახდილი ინტერვიუ

🎥 „ხმამაღლა თქვი...“ - როგორ ჩავიფიქროთ სურვილი 24 ნოემბერს: თაკო მელიქიშვილის რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს

⭕ „ტირილს ხომ არ დავიწყებ?“- ლუის ენრიკე დუეს და კვარას ტრავმას გამოეხმაურა

✕