მომღერალმა გია სურამელაშვილმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში 14-წლიანი ურთიერთობის დასრულებაზე, წარსულის არდაბრუნების პრინციპსა და ცხოვრების ახალ ეტაპზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად დიდი სიყვარულისა და იმისა, რომ წასული ადამიანი დღესაც უყვარს, წარსულში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან საკუთარი სახელისა და გვარის ფასი უკეთ დაინახა, ამასთან, ქალაქგარეთ ახალი სახლის აწყობაზე, ძვირფასეულობაზე უარის თქმასა და მალე დაგეგმილ სასცენო კონცერტზეც გაამახვილა ყურადღება:
„აღარ ვიბრუნებ იმ 14 წლის ადამიანს, სიყვარულს. ვინც წავიდა აღარ უნდა დაიბრუნო, არც დაქალი, არც ძმაკაცი და არც საყვარელი ადამიანი. არ მინდა, ისე კარგად ვარ. უფრო კარგად მივხვდი ჩემი სახელის და გვარის ფასს. ვეღარ მოვუშვებ ცხოვრებაში ვიღაცას. ან იყო ან არა, 14 წელი ვიღაცა არ იქნებოდა. უბრალოდ ვიღაცა გახდა. დიდი სიყვარული იყო.
იმას ვერ ვიტყვი, რომ მაგას არ ვუყვარვარ. აფრენს, ჭკუიდან არის გადასული. დღესაც ასეა, ვიცი. უარესად ვუყვარვარ. ტალახში თუ ჭაობში რომ შეხვალ, გამოვედი და რატო შევიდე.
ოქროს და ბრილიანტებს აღარ ვიკეთებ მომბეზრდა. იმ დონის მაგარი რაღაცები წამოვიდა, აღარ მინდა. ყველამ გაიგო და იცის რომ მაქვს. სულ მინდოდა ქალაქგარეთ ცხოვრება და ავიხდინე ეს სურვილი ბევრი ადამიანის დახმარებით.
მადლობა ყველას, ვინც საოცარი, დიდი პატივი მცა. თითქმის ყველაფერი ნაჩუქარია. ფაქტია ქვეყანას ვუყვარვარ. ორ თვეში ჩამაბარეს სახლი. ყველაფერს მჩუქნიდნენ და მე ხომ უნდა დავხვედროდი, ეს იყო სახლის მოწყობაში ჩემი ჩართულობა.
კონცერტი მაქვს მალე, ყველას გელოდებით. მონატრებული კონცერტია. სამწუხაროდ ასე ხდება რომ რესტორნებში ვმღერივართ. სცენის კონცერტი მოგვენატრა მეც და მსმენელსაც. მოგონებები და 90-იანები გავიხსენოთ. ლამაზი საღამო გამოვა“, - აღნიშნა გია სურამელაშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ტირილს ხომ არ დავიწყებ?“- ლუის ენრიკე დუეს და კვარას ტრავმას გამოეხმაურა