Digest Logo

„ტირილს ხომ არ დავიწყებ?“- ლუის ენრიკე დუეს და კვარას ტრავმას გამოეხმაურა

1795536773
ლუის ენრიკე

მიმდინარე სეზონს „პსჟ“ დიდი დანაკლისით გააგრძელებს - გუნდის მთავარი ლიდერები დეზირე დუე და ხვიჩა კვარაცხელია პარიზელებს დიდი ხნით გამოაკლდნენ.


ამასთან დაკავშირებით ლუის ენრიკეს კითხვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაუსვეს.

„სამწუხაროდ, ეს ფეხბურთის პროცესია, ყველა გუნდს ჰყავს ტრავმირებული ფეხბურთელები. დუე და კვარა ჩვენთვის დანაკლისი იქნება, თუმცა მაინც კარგი გუნდი ვართ.

ტირილს ხომ არ დავიწყებ? - უნდა შევეგუოთ ამ ფაქტს და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ ჩვენი თამაში ამჟამინდელი შემადგენლიბით, პარალელურად კი მათ გამოჯანმრთელებაზე ვიზრუნოთ.

გავაკეთებთ თუ არა ტრანსფერს? - როგორც უკვე ვთქვი, კარგი გუნდი ვართ და ჩვენს გეგმებში არ ჯდება, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი მხოლოდ 6 თვით დავიმატოთ“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურის მატჩს „პსჟ“ საკუთარ მოედანზე „რომას“ წინააღმდეგ გამართავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არანაირი მონაცემებით არ გამოვირჩეოდი... 7 თვეში ისეთი შედეგი დავდე, ჩემი თავის მეც მიკვირდა“ - რას ჰყვება ძალოსანი ლაშა ტალახაძე განვლილ გზაზე

🎥 „ჩემი შვილი არც მკვლელია, არც ტერორისტი... სინამდვილეში, იგი დაზარალებულია“ - ემზარ ისაევი შვილის მდგომარეობასა და აფეთქების დეტალებზე

⭕ჭარბი წონის არაცნობიერი ფსიქოლოგიური მიზეზები, რა შინაგან როლს ასრულებს სიმსუქნე ადამიანის ცხოვრებაში?

წყარო: lagazzetta.ge

✕