
დაბადების დღე უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს ხასიათსა და თვისებებზე. თუ როგორ უნდა ამოიცნოთ საკუთარ თავში ისეთი სახასიათო შტრიხები, რასაც ასტროლოგია გიმხელთ, ამის გასაგებად ყურადღებით წაიკითხეთ სტატიის ის ნაწილი, რომელიც თქვენი დაბადების დღეს შეესაბამება:
ორშაბათს - დაბადებული ქალი ნაზი, მეოცნებე და მგრძნობიარეა. ადვილად ეგუება სხვა ადამიანს და დათმობაზეც ადვილად მიდის. ის ნამდვილ ქალად მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს, როცა თავის სითბოს ვინმეს უზიარებს. ორშაბათს დაბადებული კაცი კი ძალზე მგრძნობიარეა. აქვს წარმოსახვის მდიდარი უნარი. განსაკუთრებით ყურადღებიანია საწინააღმდეგო სქესის მიმართ. ვერ ეგუება მარტოობას.
სამშაბათს - დაბადებული ქალი გულუხვი და ვნებიანია. ის, მამაკაცებს თავისი საღი გონებითა და იუმორით ხიბლავს. მუდამ დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის. ამქვეყნად ყველაზე მეტად თავისუფლება უყვარს. სამშაბათს დაბადებული კაცს საკუთარი აზრის ჩამოყალიბების კარგად განვითარებული უნარი აქვს. ადვილად შეუძლია აიყოლიოს ადამიანები. ცხოვრებისეულ სიამოვნებებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იუმორის გრძნობით უმკლავდება. უყვარს გართობა.
ოთხშაბათს - დაბადებული ქალი მოსიყვარულე, თბილი და ალერსიანია, თუმცა ამ თვისებებს მოკრძალებულობისა და თავშეკავებულობის ნიღბის ქვეშ მალავს. სასიყვარულო ურთიერთობებში გულწრფელობა და ერთგულება სჭირდება, ამიტომაც არ ენდობა ერთი ნახვით აღმოცენებულ გრძნობებს. ოთხშაბათს დაბადებული კაცი კი წესიერი, კეთილსინდისიერი და მშვიდია, თუმცა თავისი გრძნობების ბოლომდე გამჟღავნება უჭირს. მისი გრძნობა გულწრფელი და უანგაროა.
ხუთშაბათს - დაბადებული ქალი მშფოთვარე და სულსწრაფია, უყვარს თავისუფლება და თავგადასავლები. ყოველდღე იმდიდრებს გამოცდილებას. კაცებს თავისი მომხიბვლელობით იზიდავს. ხუთშაბათს დაბადებული კაცი კი ძალიან მაცდურია. მას ცხოვრების ყველა ასპექტის შეცნობა სურს და იმავდროულად თავისუფლებას ინარჩუნებს. არ შეუძლია მარტოობაში ცხოვრება.
პარასკევს - დაბადებული ქალი რომანტიკული და მეოცნებეა. მისთვის მთავარია სილამაზე და ჰარმონიულობა. ემოციურია და აშინებს მარტოობა, ძალიან მგრძნობიარეა და ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. პარასკევს დაბადებული კაცი კი ნამდვილი მსახიობია, მისი მომხიბვლელობა ბევრ მანდილოსანს აჯადოებს. მისი ხასიათის ძირითადი თვისება სიყვარული და სხვების მიმართ ყურადღების გამოჩენაა. ამ კაცებისთვის აუცილებელია სულიერი წონასწორობა.
შაბათს - დაბადებული ქალი იდუმალი პიროვნებაა. თავის გრძნობებს იშვიათად ამჟღავნებს. ორიგინალური და დამოუკიდებელია. გამოირჩევა ინტელექტით. ერთი შეხედვით ის გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სულის სიღრმეში ძალიან ემოციურია. შაბათს დაბადებული კაცი მძიმე ხასიათის, უპირველეს ყოვლისა დამოუკიდებელი ადამიანია, რომელსაც შეუძლია მთელი ცხოვრება მარტოობაში გაატაროს. გრძნობებს არ ამჟღავნებს, სიყვარულში არავის უტყდება. ეს არის ემოციური ადამიანი, რომელიც რატომღაც თავის გრძნობებს საგულდაგულოდ მალავს.
კვირას - დაბადებული ქალი იმპულსური და თავისუფლების მოყვარეა. მას ვნება ამოძრავებს. მისთვის არ არსებობს შუალედი, ან უყვარს, ან არა და შესაბამისადაც იქცევა. არ შეუძლია დათმობაზე წასვლა და საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა. კვირას დაბადებული კაცი სავსეა ამბიციებით. აქვს საკუთარი თავის რწმენა, მას სჭირდება აღიარება და არა სიყვარული. სხვებზე შთაბეჭდილებას ინიციატივითა და ძალაუფლებით ახდენს. მოსწონს როცა მის საუბარს ყურადღებით უსმენენ.
წყარო: ჟურნალი თბილისელები
აგრეთვე დაგაინტერესებთ: