
2006 წელს „ჯეოსტარის“ კასტინგზე დაწუნებული მომღერალი უდიდესი ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდა. როგორც თავად იხსენებს, მთელი უნივერსიტეტი იმ წელს მასზე იცინოდა.
წლები გავიდა, დღეს კი ის ბიჭი, რომელიც წლების წინ ჟიურიმ დაიწუნა და გააკრიტიკა, არაჩვეულებრივი მომღერალია და თავად იმ ტელევიზიამ, რომელმაც 2006 წელს ბულინგის მსხვერპლად აქცია, ახლა ერთ-ერთ გადაცემაში სამღერად მიიწვია:
„ჯეოსტარის“ კასტინგი, 2006 წელი. მთელი გააზრებული ცხოვრება მინდოდა პოპულარობა... არ ვიცი რატომ.
მახსოვს ამ კადრის მერე მთელი უნივერსიტეტი ჩემზე იცინოდა. ასეთი ტრავმა არასდროს მქონდა განცდილი.
თითქმის 20 წელი დამჭირდა კომპლექსებთან გასამარჯვებლად და ამ ვიდეოს ახლა ძალიან ამაყი ვტვირთავ.
მახსოვს, ქუჩაში რომ მაჩერებდნენ და მეკითხებოდენ მე ვიყავი თუ არა ტელევიზორში ,,პრიკოლებში" ნანახი ბიჭი, თავგამოდებით ვუარყოფდი. ადამიანების შეფასებისას ძალიან მოზომილები უნდა ვიყოთ. მიკვირს, საზოგადოება რატომ ვპატიობდით ტელევიზიებს ადამიანების აბუჩად აგდებას და რატომ იყო ეს ბულინგი სტანდარტად ქცეული.
ამ პოსტით არავის ვსაყვედურობ. იმ პერიოდში არ ვიყავი მზად სცენის დასაპყრობად, ვიზუალურად რომ „თვალწარმტაცი" ვიყავი ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.
ორივე ვიდეოში რუსთავი 2-ის ლოგო. როგორი სიმბოლურია“, - წერს მომღერალი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: