
ასტროლოგმა, ნუმეროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ 2025 წელზე ისაუბრა, თუ რა ელოდებათ კონკრეტულ რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს მიმდინარე პერიოდში, რაზე გაამახვილონ ყურადღება და რა შეცდომები არ უნდა დაუშვან.
„საკმაოდ განსხვავებული და მნიშვნელოვანი წელია. ყველაში იმას ამჟღავნებს რაც რეალურად მათთვისაა პრიორიტეტული. სიფრთხილე გვმართებს.
1, 10, 19, 28 რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვის:
ტიპაჟურად ეს ადამიანები არიან ლიდერები, თუმცა ძალიან კარგი იქნება თუ ამ პერიოდში ორიენტირდებით იმაზე, რაც თქვენთვისაა მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, კარგი იქნება სხვების დახმარება, ეს თქვენზეც დადებითად აისახება.
2, 11, 20, 29 რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვის:
ეს ადამიანები არიან ძალიან კარგი დიპლომატები, შეუძლიათ ადამიანებთან კომუნიკაცია და პრობლემების მოგვარება. რას უნდა მიაქციოთ პირველ რიგში ყურადღება? ნებისმიერი სიტუაცია, პრობლემა, კონფლიქტი წელს დაასრულეთ! მიიღებთ და დაგიბრუნდებათ ის, რასაც იმსახურებთ! გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა.
3, 12, 21, 30 რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვის:
თქვენ ხართ ემოციურები და თქვენი წარმატება ამაზეა დამოკიდებული. წელს ეს გადამწყვეტი იქნება. შეიძლება ყველა სიტუაციას სხვანაირად მოერგოთ, ან კონკრეტული სიტუაციების მსხვერპლი გახდეთ. დაიწყეთ სხვა თვალით ყურება. ასევე სწორი ემოციის გამოხატვა არის მნიშვნელოვანი.
4, 13, 22, 31 რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვის:
საკმაოდ საინტერესო პერიოდია, ცვლილებების. გიყვართ თქვენს მიერ შექმნილი კომფორტის ზონა, ამიტომ კარგი იქნება თუ წელს ამ ჩარჩოებიდან გამოხვალთ, განსაზღვრულ ხედვას დაივიწყებთ და შეცვლით თქვენს ცხოვრებას. იქნება სახლის, სამსახურის ცვლილება.
5, 14, 23 რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვის:
საინტერესო პერიოდია, არ არის სასურველი სიჩქარე და ახალი ნაბიჯების გადადგმა. გამოიყენეთ წელი დაგეგმვისთვის, რა ნაბიჯების გადადგმა გსურთ, მაგრამ უშუალოდ ამ წელს ნუ დაიწყებთ. კარგია თვითგანვითარებისთვის ეს დრო.
6, 15, 24 რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვის:
შესაძლებლობების პერიოდია, ალტერნატივა გამოჩნდება. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ იზრუნოთ საკუთარ თავზე უფრო მეტად, ვიდრე სხვებზე.
7, 16, 25 რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვის:
გამოიყენეთ ის დიდი ენერგია, რაც გექნებათ და ამ ენერგიას არ მისცეთ საშუალება კომფორტის ზონიდან გამოგიყვანოთ. ქაოსურობამ ხელი არ უნდა შეგიშალოთ, იყავით მიზნებზე ორიენტირებული და ნუ შეშინდებით.
8, 17, 26 რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვის:
მოახერხებთ სურვილების და ოცნებების ასრულებას. არ გადავიდეს ეს ყველაფერი ილუზიაში ესაა მთავარი. ფინანსურადაც კარგი პერიოდია, თუმცა რაციონალურობა არ დაგავიწყდეთ!
9, 18, 27 რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვის:
გადაფასების პერიოდია, თვით ანალიზის. ბევრი დაფარული ინფორმაცია გამჟღავნდება, შესაძლოა შეცდომაში შეყვანის მცდელობებიც იყოს. განვითარდით, გაიზარდეთ და მიიღეთ გაკვეთილი!
ასევე დაგაინტერესებთ: