
გლობალური ბედნიერების ანგარიშის მიხედვით, ბოლო ათწლეულის მანძილზე მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში ევროპის ქვეყნები დომინირებენ. ხოლო ათეულში მოწინავე ადგილს სკანდინავიური სახელმწიფოები, ფინეთი, დანია, ისლანდია, შვედეთი და ნორვეგია იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ფინეთი მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ სახელმწიფოდ უკვე მერვედ დასახელდა.
ქვეყნების ბედნიერების ინდექსს ექსპერტები ისეთ ინდიკატორებზე დაყრდნობით აფასებენ როგორიცაა სიცოცხლის ხანგრძლივობა, საშუალო შემოსავალი, სოციალური მხარდაჭერა, პიროვნული თავისუფლება, კორუფციის დონე, ქველმოქმედება და სხვების დახმარების ტენდენცია.
ასევე დაგაინტერესებთ: