
რამდენიმე თვის წინ ფოტოგრაფმა „დანტესმა“ კიდევ ერთი ქველმოქმედების ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მოთხრობილი იყო ქუთაისელ მარიამზე, რომელსაც სახის ძვლების პრობლემა ჰქონდა. მოგვიანებით, კი გაირკვა, რომ თურქეთში მცხოვრები ექიმი მედეა იობაშვილი მარიამ დაეხმარებოდა შუამდგომლობაში, რომ თურქ პლასტიკურ ქირურგს მისთვის შეღავათიან ფასად სახის ოპერაცია ჩაეტარებინა.
ამ ამბების შემდეგ 16 წლის მარიამისთვის გაერთიანდა საზოგადოება, მათ შორის ცნობილი სახეებიც, მეზობლები და უცნობი ადამიანები, რომელთაც ოპერაციისთვის საჭირო თანხა შეუგროვეს.
მარიამს 20 მარტს სტამბოლში 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. თურქეთში გახლავთ თავად დანტესიც, რომელიც ეტაპობრივად უზიარებდა საზოგადოებას ოპერაციის შესახებ ინფორმაციას.
ფოტოგრაფმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ თურქეთიდან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მარიამის მდგომარეობაზე ისაუბრა:
„მარიამის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, უბრალოდ ცოტა შეშინებულია, განერვიულებული. რეანიმაცია არ დასჭირდა, პირდაპირ პალატაში ამოიყვანეს. გუშინ გავლაც მოახერხა, ცოტ-ცოტა საჭმელსაც ჭამს.
არ ველოდებოდით, ნამდვილად გაოცებული ვართ ასეთი დადებითი შედეგით.
დააახლოებით 10 საათიანი ოპერაციაა, მაგრამ ამ ექიმმა 7 საათში დაასრულა. ექიმმა რომ ნახა მარიამი როგორი სუსტი და უსუსური იყო, გვითხრა 1-2 დღე შეიძლება რეანიმაცია დასჭირდესო.
მედეა ამბობდა რა ილოცეს საქართველოში ასეთი, ერთი პატარა შეფერხებაც არ გვქონია ოპერაციის დროსო, არც სისხლის გადასხმა დაგვჭირდა და სატურაციაც კი არ შეცვლილაო“, - ამბობს დავით ოქროპილაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: