Digest Logo

🎥 რა გველოდება მომდევნო ერთი თვის განმავლობაში? - ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1740135005
მიხეილ ცაგარელი

როგორია მომდევნო ერთი თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის? - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „შუადღე“ ისაუბრა:

ვერძი

მეომარი და მებრძოლი ნიშანია, თუმცა ბევრი ლაპარაკი უყვარს. სამყარო გეუბნებათ, რომ ენას კბილი დააჭიროთ და არ იხმაუროთ. ჩაერთეთ საზოგადოებრივ პროექტებსა და ქველმოქმედებაში. ხელოვნების ფართო სპექტრი გახსნილია თქვენთვის.

კურო

სიახლეები არის კარგი თქვენთვის, ახალი ვარცხნილობა შენაძენები და ა.შ. ახლებური მუშაობის სტილიც შეიმუშავეთ. ასევე ახლებური ურთიერთობები და სპონტანური ქმედებები. ასევე ინტერნეტის სივრცე ითამაშებს დიდ როლს თქვენთან. ეს არის რეფორმების დრო.

ტყუპები

კარიერულლი განვითარებისთვის საუკეთესო პერიოდია. უახლოეს ერთ თვეში ჩვენ გავიგებთ მნიშვნელოვან ამბებს, რომელიც თქვენ წინსვლას უკავშირდება. მნიშვნელოვანია გამოავლინოთ უნარები, როლებიც დიდად არ გახასიათებთ მაგალითად - შეუპოვრობა და სულსწრაფობა. მნიშვნელოვანია მიაქციოთ ყურადღება კვების კულტურას.

კირჩხიბი

კონტაქტებისთვის, მგზავრობა-მოგზაურობისთვის, უცხოეთში სასწავლებლად საუკეთესო დროა. მაქსიმალურად გამოიყენეთ მომდევნო ერთი თვე ამისთვის. შესაძლოა დაგიფინანსდეთ პროექტები. 

ლომი

ენაზე კბილი დააჭირეთ. დაიწყეთ ახალი საქმიანობა და პროექტები. იმოქმედეთ ნელა, გადადგით ნაბიჯი დაასკვნა მხოლოდ შემდეგ გააკეთეთ. მოგეთხოვებათ ორგანიზებულობა და შეუპოვრობა. აუცილებლად უნდა გამოამჟღავნოთ ლიდერის ნიჭი.

ქალწული

მთავარია პარტნიორული თანამშრომლობა, რომელიც პირად ურთიერთობებსაც და საქმიანობასაც საგრძნობლად ეხება. იყავით უკიდურესად სამართლიანები და დაიცავით წესები და კანონები. ენერგოტონუსი მაღალია და იმუნიტეტი ძლიერდება.

სასწორი

მნიშვნელოვანია პრობლემების მოგვარება და მომდევნო ერთი თვე საუკეთესოა ამისთვის. მოგეთხოვებათ სისუფთავის დაცვა ყველგან და შრომისუნარიანობის გამოვლენა. გაძლიერდებით ფინანსურად და კარიერულად წინ წახვალთ. ლაგდება ყველაფერი სამსახურსა და ოჯახში.

მორიელი

სიყვარულის დროა. საუკეთესო პერიოდია არსებული სასიყვარულო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ზოგიერთისთვის ახალი რომანები დაიწყება. გამოაფრქვიეთ სიყვარული, ყველაფერში რასაც აკეთებთ. ჩადეთ მთელი თქვენი სული. ხელოვნების სფეროში ძალიან დიდი წარმატება გელით.

მშვილდოსანი 

მოგზაურობა გიყვართ, თუმცა უახლოესი ერთი თვე სამშობლოში უნდა გაატაროთ რადგან აქ გელით წარმატება. გაეცანით ისტორიასა და ეთნოგრაფიულ პრინციპებს. ჩაერთეთ კულინარიაში. ახალგაზრდა თაობასთნ შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა.

თხის რქა

ნებისყოფა გამოიმუშავეთ. სიახლეებს გაურბიხართ. ძალიან  აქტიური და ინიციატივიანი უნდა იყოთ და რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა ახლობლებთან. საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის. გაიხსენით საზოგადოებასთან. 

მერწყული

პროექტები მოგიტანთ ფინანსურ დივიდენდებს შესაძლოა აიღოთ პრემიები. განახორციელოთ კაპიტალ-დაბანდება ან ახალი ბიზნესი წამოიწყოთ. მიღებული თანხები ჩადეთ სწორად და იყავით მაქსიმალურად ერთგულები. იყავით სტაბილურები და ნერვულ სისტემას მიაქციეთ ყურადღება.

თევზები

საინტერესო პერიოდი გაქვთ, მზე გადავიდა თქვენს ზოდიაქოში. გემატებათ ენერგია, ხდებით კრეატიულები და მიმზიდველები. საუკეთესო პერიოდი გელოდებათ და დიდი იღბალი გაქვთ. კოსმოსი ბევრ საჩუქარს მოგიტანთ. ყველა სფეროში გელოდებათ დიდი წარმატება, რადგან წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბოლო ჟამს განქარდება სიყვარული...გული მიკვდება როდესაც ცოლ-ქმარი პატარა რაღაცაზე კამათობს...“ - რას ამბობს მამა ბენიამინ ბელქანია?

🎥 „ცხოვრება ხუთი წუთია და უნდა ვეცადოთ, რომ ყოველი წუთი დავაფასოთ...“- როგორია ერთი დღე „ლელიანის“ ზრუნვის სახლის წევრებისთვის?

🎥 ვინ და როგორ გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრებაზე - სპეციალისტის რჩევები