Digest Logo

🎥 რა კავშირი აქვს ასტროლოგიასა და ტემპერამენტს - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს ახასიათებს

1747304627
მიხეილ ცაგარელი

„ის, რაც ახლა ფსიქოლოგიაშია მიღებული - ტემპერამენტი და ახალია, ინდოეთში ამის შესახებ 2 000 წლის წინ იცოდნენ. ასტროლოგია 40 საუკუნეა არსებობს, ერქვა კოსმობიო ფსიქოლოგია, ამიტომ ეს 4 კატეგორია ოდითგანვე იყო. იყოფოდა 4 სტიქიად: მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი. ზოდიაქოს ნიშნების დაყოფა ხდებოდა სწორედ ამ კატეგორიების მიხედვით: ქოლერიკული, ფლეგმატური, სანგვინიკები და მელანქოლიური ტემპერამენტი“, - ამის შესახებ გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.

რაც შეეხება კავშირს ასტროლოგიურ ზოდიაქოს ნიშნებსა და 4 კატეგორიას ტემპერამენტს შორის:

ქოლერიული ჯგუფი - ყველაზე ახლოა ქართველებთან, თავისი ხასიათით, ფსიქო ტიპით.

ვის შეესაბამება ზოდიაქოს ნიშნებიდან? 

ცეცხლის სტიქიას: ვერძი, მშვილდოსანი და ლომი. 

რა გამოარჩევს ქოლერიულ ნიშნებს? 

ენერგია, არიან უშიშრები, აქტიურები, მებრძოლები, ყოველთვის უნდათ პირველობა, გამოირჩევიან მოგზაურობის მიმართ კარგი დამოკიდებულებით, კომუნიკაბელურები აქვთ. ძალიან უყვართ ცხოველები, არიან მეგობრულები. 

უარყოფითი თვისებები: სულსწრაფობა, აქვთ საყვარელი ფრაზა - მე ყოველთვის მართალი ვარ. აქვთ ზღვარგადასული ამბიცია, ამპარტავნება, ქედმაღლობა, ფულის უყაირათოდ ხარჯვის ტენდენცია. 

სანგვინიკების ჯგუფი - შეესაბამება ჰაერის სტიქია, სასწორი, ტყუპები და მერწყული. 

რა ახასიათებთ?

უმაღლესი ლოგიკური აზროვნება და გონებამახვილობა. კომუნიკაცია არ ნახული. მშვიდობის მტრედები არიან, არ უყვართ კონფლიქტები. სამართლიანები არიან და ცნობისმოყვარეები. 

უარყოფითი თვისებები: უყვართ 10 საქმის ერთად დაწყება, ამის გამო კი ბოლომდე ვერ მიჰყავთ საქმე. სულსწრაფობა, ფულის უყაირათოდ მხარჯველები, შინაგანი მერყეობა აქვთ.

ფლეგმატური ჯგუფი - არიან მიწის სტიქიის წარმომადგენლები, კურო, თხის რქა და ქალწული. 

უყვართ სისუფთავე, წესრიგი. ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მოთმინება მათი საქმეა. უყვართ ფულის ყაირათიანად ხარჯვა. არ აქვთ ზედმეტი ტემპერამენტი. 

უარყოფითი თვისებები: არიან ჯიუტები, არავის უსმენენ, არიან ეჭვიანები და ხისტები.

მელანქოლიური ჯგუფი - არიან წყლის სტიქიის ნიშნები: კირჩხიბი, მორიელი და თევზები. 

არიან ემოციურები, მგრძნობიარეები, რომანტიკულები, სენტიმენტალურები, ინტუიციურები. იზიდავთ პოეზია, ლიტერატურა. 

უარყოფითი თვისებები: დროდადრო არიან დეპრესიულები, აქვთ ზღვარგადასული ფანტაზიები, ადამიანებს აკერებენ ისეთ თვისებებს, რაც საერთოდ არ აქვთ“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მოდი, ჩამეხუტე მაგრად...“ - მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე ქმართან ბოლო მიმოწერას ასაჯაროებს

ასტროლოგებმა 2025 წლის მაისის ყველაზე წარმატებული და რთული დღეები დაასახელეს

მარიამ როინიშვილი მეუღლისა და ახალდაბადებული შვილის ფოტოს აქვეყნებს